Sunday, December 14, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

როგორი ამინდი იქნება მომდევნო დღეებში – ცნობილია, უახლოესი ამინდის პროგნოზი

April 29, 2025
საგანგებო გაფრთხილება მოსალოდნელი ამინდის შესახებ

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, უახლოეს დღეებში საქართველოში შენარჩუნებული იქნება გრილი და დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი.

ქ. თბილისში 29 აპრილს ცივი, ღრუბლიანი, ნისლიანი და წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +8, +10 გრადუსი დაფიქსირდება. 30 აპრილს და 1 მაისს შესაძლოა ხანმოკლე წვიმა აღინიშნოს, ჰაერის ტემპერატურა +18, +20 გრადუსამდე მოიმატებს.

სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 29 აპრილს უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 30 აპრილიდან ისევ გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +13, +15 გრადუსი დაფიქსირდება, 1 მაისს კი შედარებით დათბება.

დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი) 29 აპრილს უნალექო და ქარიანი ამინდი იქნება, ხოლო 30 აპრილიდან ზოგან გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +20, +22 გრადუსი დაფიქსირდება.

დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი): 29 აპრილს უნალექო და ქარიანი ამინდი იქნება, ხოლო 30 აპრილიდან ზოგან გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +18, +23 გრადუსი დაფიქსირდება.

დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (მესტია, ბახმარო): 29 აპრილს უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 30 აპრილიდან ზოგან გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +13, +18 გრადუსი დაფიქსირდება.

ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): 29 აპრილს ცივი, ღრუბლიანი, ნისლიანი და წვიმანი ამინდია მოსალოდნელი. გორი-სურამის გზის მონაკვეთზე იქროლებს ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +6, +11 გრადუსი დაფიქსირდება. 30 აპრილიდან ტემპერატურა +17, +22 გრადუსამდე მოიმატებს, ზოგან შესაძლოა ხანმოკლე წვიმა აღინიშნოს.

კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): 29 აპრილს ცივი, ღრუბლიანი, ნისლიანი და წვიმანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +6, +11 გრადუსი დაფიქსირდება. 30 აპრილიდან ტემპერატურა +16, +21 გრადუსამდე მოიმატებს, ზოგან შესაძლოა ხანმოკლე წვიმა და სეტყვა აღინიშნოს.

აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური): ზოგან ნალექიანი ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +13, +18 გრადუსი დაფიქსირდება.

აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): ზოგან ნალექიანი ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +8, +13 გრადუსი დაფიქსირდება.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?
  • 7,6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა – სად იყო ეპიცენტრი
  • “შეძელი მთელი საქართველოსათვის შეგეყვარებინა თავი”- ახლახანს სამწუხარო ინფორმაცია გავრცელდა

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge