როგორც კი დამთავრდა ჩემი ინტერვიუ სააკაშვილთან, ვინმე ქალბატონის წერილი მომივიდა, დარწმუნებული ვარ, ასეთი ადამიანები არიან პუტინის ინტერესების გამტარი ხელისუფლების მთავარი დასაყრდენი. ვინმე ქეთევან-ლაურა ხონელიძე-ასათიანი მწერს, რომ ეს იყო სამარცხვინო კერპთაყვანისმცემლობა – ამის შესახებ ჟურნალისტმა თეა ადეიშვილმა “მთავარი არხის” გადაცემაში “დღის სტუმარი” თქვა.
“ძალიან მინდა პირდაპირი ეთერიდან ვთხოვო, მითხრას, რომელი კითხვა იყო კერპთაყვანისმცემლური, მოშიმშილე პატიმარი პრეზიდენტისთვის, რომელმაც მართლა უმნიშვნელოვანესი რეფორმები გაატარა ამ ქვეყანაში და მოწყვიტა საქართველო რუსულ ორბიტას. ალბათ, სწორედ ამიტომ არიან ეს ქეთევან-ლაურები ასეთი ნაწყენები, რომ მოსკოვებში და როსტოვებში ვეღარ დადიან 36 მანეთად. მიხეილ სააკაშვილმა ეს ქვეყანა გააცნო დასავლეთს და 22 ევროდ შეგვიძლია ევროპაში გავფრინდეთ,” – აღნიშნა ადეიშვილმა.
ცნობისთვის, ჟურნალისტმა თეა ადეიშვილმა ექს-პრეზიდენტთან ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა. მიხეილ სააკაშვილმა კითხვებს წერილობით უპასუხა.