“კოალიცია ცვლილებისთვის” ლიდერი, ნიკა გვარამია “მთავარი არხის” მაუწყებლობის შეჩერებას ეხმიანება და სოციალურ ქსელში წერს:
“დაიხურება მთავარი არხი, გაიხსნება ახალი. სხვანაირად არ და ვერ იქნება, მჯერა და ვიცი.” – დაწერა გვარამიამ.
ცნობისთვის, დღეს, 28 აპრილს „მთავარი არხის“ თანამშრომლებმა გენერალური დირექტორისგან, გიორგი გაბუნიასგან შეტყობინება მიიღეს. მან ჟურნალისტებს აუწყა, რომ 1 მაისიდან არხის მაუწყებლობა სრულად შეწყდებოდა.