Monday, August 31, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

სააკაშვილი ბევრს ფიქრობდა ზვიადზე, შემდეგ ბუბას, დევის, სხვა პუტჩისტებს საპარლამენტო სიაში სვამდა, ჟორიკა რურუა და ირინა სარიშვილი ჰყავს გმირებად – გიორგი გამსახურდია

October 14, 2021
სააკაშვილი ბევრს ფიქრობდა ზვიადზე, შემდეგ ბუბას, დევის, სხვა პუტჩისტებს საპარლამენტო სიაში სვამდა, ჟორიკა რურუა და ირინა სარიშვილი ჰყავს გმირებად – გიორგი გამსახურდია

90-იანი წლების შემდეგ, ძალიან ბევრი მიფიქრია ზვიად გამსახურდიაზე ხიბულაში, დიახ, მე მაქვს გარკვეული თვითიდენტიფიკაცია იმ გაგებით, რომ ყოველთვის ვცდილობდი ჩემი თავის წარმოდგენას მის ადგილას, – ამის შესახებ საქართველოს ექს-პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა „მთავარ არხთან“ ინტერვიუში აღნიშნა.

მიხეილ სააკაშვილის აღნიშნულ განცხადებას საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას შვილი გიორგი გამსახურდია “ტვიტერის” გვერდზე ეხმაურება:

„ძალიან ბევრს ფიქრობდა ზვიადზე, შემდეგ კი, ბუბას, დევისა და სხვა პუტჩისტებს საპარლამენტო სიაში სვამდა. ასევე, ჟორიკა ჰყავდა და ჰყავს გმირად, ირინა სარიშვილთან ერთად. ეს არის ფარსი, მიშა და შენდა სამწუხაროდ, ფარსია შენი ბუნებრივი მდგომარეობა“, – წერს გამსახურდია სოციალურ ქსელში.

მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნულ ინტერვიუში თქვა, რომ საზღვრის დემონსტრაციულად გადმოკვეთა არ გარისკა, რადგან როგორც თავად ამბობს, ამ შემთხვევაში იქნებოდა გასროლა, აფეთქება და მერე ყველაფრის მათ დაბრალდებოდა.

„იმიტომ არ გავრისკე, რომ ამ სცენარში ძალიან ადვილი იქნებოდა გასროლა, აფეთქება, ჟლეტა და მერე ყველაფრის ჩვენზე გადმობრალება. 90-იანი წლების შემდეგ, მე ძალიან ბევრი მიფიქრია ზვიადზე ხიბულაში. დიახ, მე მაქვს გარკვეული თვითიდენტიფიკაცია იმ გაგებით, რომ ყოველთვის ვცდილობდი ჩემი თავის წარმოდგენას მის ადგილას და ძალიან განვიცდიდი აი ამ მიტოვებულ, დამოუკიდებლობის მომტან პრეზიდენტს.

ჩემს ჩამოსვლასთან პირდაპირ პარალელს არ გავავლებდი. ჩამოვედი იმიტომ, რომ მსურდა წამოსვლა და სხვანაირად არ შემეძლო და მიმაჩნია, რომ ეს მართლაც არის კრიტიკული წერტილი ჩვენი ისტორიის“,-  ამბობს მიხეილ სააკაშვილი.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • შუქი გაითიშება – იხილეთ მისამართები
  • “იუპიტერისა და სატურნის ტრინი – რისთვის არის ეს პერიოდი იდეალური” – რამაზ გიგაურის ასტროპროგნოზი
  • „ლიმფურ კვანძში ანთებას იწვევს და ვაქცინებზე იმუნურ პასუხს ცვლის“ – ექიმის საგანგებო გაფრთხილება ტატუს მელანზე

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge