მუხიანში კაცს თავის არეში დაზიანებები მიაყენეს – ტვ პირველის ინფორმაციით, შემთხვევა გამთენიისას მოხდა.
გამოძიება სსკ-ის 120-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს.
მეზობლები ჰყვებიან, რომ გაიგეს ხმა, როგორ ითხოვდა დახმარებას კაცი. დაზარალებული კაცი გამოკითხვაზეა გადაყვანილი. ის ამბობს, რომ დაზიანებები წაქცევის შედეგად მიიღო.