2025 წელს საქართველოში მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდება:
საქალაქთაშორისო გადაყვანას შორ მანძილზე მიკროავტობუსები ვეღარ განახორციელებენ
2025 წლის 1-ლი ივნისიდან ძალაში შედის საქალაქთაშორისო მგზავრთგადაყვანასთან დაკავშირებული რიგი ცვლილებები. 150 კმ-ზე მეტით დაშორებულ პუნქტებს შორის მგზავრების გადაყვანა მხოლოდ ავტობუსებით განხორციელდება.
„ქალაქებს და ასევე 150 კილომეტრზე მეტი მანძილით დაშორებულ, საქართველოში არსებულ შესაბამის დასახლებებს (ქალაქი, სოფელი, დაბა) შორის ქვეყნის შიდა რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას, მოემსახუროს მხოლოდ M3 კატეგორიის ტრანსპორტი“, – აღნიშნულია რეგლამენტში.
ამასთან, ავტობუსები მინიმუმ „ევრო 4“-ის სტანდარტის უნდა იყოს, მათი ასაკი კი 20 წელს არ უნდა აღემატებოდეს.
ავტოსადგურების სერტიფიცირება სავალდებულო ხდება
2025 წლის 1-ლი ივნისიდან ავტოსადგურებს სერტიფიცირების ვალდებულება უჩნდებათ. სერტიფიცირების ფასი სადგურის კატეგორიის მიხედვით 1000-ლარიდან 10 000-ლარის ფარგლებში მერყეობს. სერტიფიკატი გაიცემა 5 წლის ვადით.