ქვეყანაში გაბედული მართლმსაჯულება გვჭირდება, ჩვენ ვიცით, ვინ არიან კრიმინალები და ისინი აშშ-დან სწრაფად უნდა გავაძევოთ – აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მიიჩნევს, რომ ქვეყანას „გაბედული მართლმსაჯულება“ სჭირდება. მის შესახებ მან თავის სოციალურ ქსელში დაეწერა:
“ჩვენ გვჭირდება გაბედული მართლმსაჯულება ქვეყანაში. თუ სასამართლოები არ დაგვრთავენ იმის ნებას, რისი გაკეთების უფლებაც 250 წლის განმავლობაში გვქონდა, ამერიკა აღარ იქნება იგივე. თაღლითი ჯო ბაიდენი გაანადგურებს ჩვენს ქვეყანას თავისი ღია საზღვრების სიგიჟით და ყველა სახის კრიმინალისთვის სასჯელის გარეშე შემოსვლის უფლების მიცემით. მკვლელები, ნარკომოვაჭრეები, კრიმინალური დაჯგუფების წევრები და ფსიქიკურად შეშლილები დასახლდებიან ჩვენს ქვეყანაში და დათესენ აქამდე არნახულ ქაოსს. შეუძლებელია სასამართლო პროცესების გამართვა მილიონობით ადამიანისთვის. ჩვენ ვიცით, ვინ არიან კრიმინალები და ჩვენ ისინი აშშ-დან უნდა გავაძევოთ და სწრაფად!” – წერს დონალდ ტრამპი.