მეტროსადგურ “დიდუბის” მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებილი აქციის მონაწილეები, მსვლელობით საქართველოს პროკურატურის მიმართულებით მიემართებიან.
აქციის მონაწილეები მეტროსადგურთან 14:00 საათზე შეიკრიბნენ და აქცია/მსვლელობას მართავენ, სლოგანით – “თავისუფლების მსვლელობა – პროტესტის 150-ე დღე”.
აქციის მონაწილეებს შორის, ასევე არიან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს დაკავებული პირების ოჯახის წევრები, რომლებიც ადგილზე ბრალდებული პირების ფოტოებით არიან წარმოდგენილი.
აქციაში მონაწილეობას სხვადასხვა ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის წევრები და მხარდამჭერებიც იღებენ, ასევე ადგილზე იმყოფებიან მსახიობებიც.
აქციის მონაწილეებს ადგილზე საქართველოსა და ევროკავშირის დროშები აქვთ მოტანილი, ასევე სხვადასხვა შინაარსის ბანერები.
აქციის მონაწილეები სკანდირებენ – “ბოლომდე”, “საქართველოს გაუმარჯოს”.
ასევე, ადგილზე მობილიზებულია საპატრულო და კრიმინალური პოლიციის უპრეცედენტო რაოდენობაც.