Friday, May 23, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

შეთანხმება შედგა – ჭიათურის მაღაროებში სამუშაოები განახლდება

April 25, 2025
„ჭიათურა მენეჯმენტ კომპანი“ მზადაა, მიწისქვეშა სამუშაოები აღადგინოს – ნახეთ დეტალები

ჭიათურის მაღაროებში სამუშაოები განახლდება, მანამდე კი მათი ტექნიკური მდგომარეობა შემოწმდება. შეთანხმება კონკრეტული შედეგით დასრულდა. გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრთან არსებული სოციალური დიალოგის კომისიამ მიიღო.

„სასწრაფოდ უნდა დაიწეროს ანგარიში ამ ძალიან დიდხნიანი უმუშევრობის შედეგად რა ზიანიც მიიღეს მაღაროელებმა. ასევე უნდა განისაზღვროს ინვესტიციის რაოდენობა მაღაროების გამოსასწორებლად. ერთდროულად იმუშავებს სპეციალისტებით დაკომპლექტებული 5 ჯგუფი. 15 მაისს მივიღებთ პირველად მონაცემებს. ამ შედეგების მიხედვით შედგება პირველი მაღაროელების გაშვება 15-20 მაისის პერიოდში. ამის შემდეგ გაეშვება ყველა მაღარო.

მეორე მიზანი არის ახალი საშტატო ადგილების შექმნა. საერთო ჯამში 2026 წლის პირველ იანვარს საწარმო უნდა გახდეს დამოუკიდებელი და არ უნდა იყოს წამგებიანი. ამის შემდეგ შედგება 7-წლიანი გეგმა, რომელიც მოიცავს ახალი მაღაროების გახსნას“, – განაცხადა ჭიათურის საწარმოების მენეჯერმა მიხეილ სოცკიმ.

24 საათში 500-მდე განაცხადი – რეორგანიზაციის ფარგლებში ჭიათურაში უკვე დაიწყო დასაქმებით დაინტერესებულ თანამშრომელთა განაცხადების მიღება. მომდევნო ეტაპზე დაგეგმილია ინდივიდუალური გასაუბრება, რომლის ჩატარებაში მონაწილეობას მიწვეული ექსპერტები მიიღებენ, მათ შორის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორები.

„მათ ექნებათ არჩევის შესაძლებლობა, ან დაუბრუნდნენ იგივე პოზიციას, ან წარმოადგინონ საკუთარი კანდიდატურა, მათ შორის ხელმძღვანელ პოზიციაზე. თუ ვინმე აღმოჩნდება, ვისთანაც კომპანიას მოუწევს დამშვიდობება, ადგილობრივი მუნიციპალიტეტი, რომელიც ასევე აქტიურად არის ჩართული და ეხმარება კომპანიას მაქსიმალურად დაძლიოს კრიზისი, შესთავაზოს რიგი ფუნქციების მასთან გადატანა და იქ დასაქმება. დამატებით ჩვენ, მაქსიმალურად, კანონის შესაბამისად მორგებულ საკომპენსაციო მექანიზმებს შევთავაზებთ“, – განაცხადა „ჭიათურა მენეჯმენტ კომპანიის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა, თემურ ხონელიამ.

განაცხადების წარდგენის პარალელურად, საინიციატივო ჯგუფი საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ცდილობს. ავრცელებენ ცრუ ინფორმაციას, თითქოს განცხადებაზე ხელმოწერით ავტომატურად თავისუფლდებიან სამსახურიდან, კარგავენ კომპენსაციის მოთხოვნის შესაძლებლობას და კოლექტიური ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სარგებელს. ცრუ ბრალდებას კომპანიის იურისტმა უპასუხა.

„ამ განცხადებაზე ხელის მოწერით პირი აცხადებს მზაობას, რომ მიიღოს გარკვეული პოზიცია კომპანიაში. მეტიც, აღნიშნულ განცხადებაზე ხელის მოწერით პირს საშუალება ექნება იმაზე მეტი პოზიციაც მიიღოს, ვიდრე მას შეიძლება ეკავა რეორგანიზაციის პროცესის დაწყებამდე“, – აღნიშნავს „ჭიათურა მენეჯმენტ კომპანიის“ იურისტი გიორგი ყავლაშვილი.

სამოქმედო გეგმა უკვე ჯანდაცვის სამინისტროშია. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, მთავრობა, რომელიც მოლაპარაკების პროცესში აქტიურადაა ჩართული, გამოწვევების დასაძლევად მუშაობას განაგრძობს.

„არცერთ შემთხვევაში მაღაროები არ უნდა დაიხუროს, კომპანიამ ფუნქციონირება არ უნდა შეწყვიტოს. საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ნორმალური პირობები შეიქმნას საწარმოს ფუნქციონირებისთვის“, – აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, გია ცაგარეიშვილმა.

მაღაროებში სამუშაოების განახლებამდე ტექნიკური მდგომარეობა შემოწმდება. მაისის ბოლოს კი სრულფასოვნად აღდგენა იგეგმება.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • როდიდან მოიმატეს ტემპერატურა – მეტეოროლოგის პროგნოზი
  • საქართველოში ბრიტანეთის საელჩო საგანგებო განცხადებას ავრცელებს
  • რატომ დააჯარიმეს რუსთავის ავტობაზრობა 848 276 ლარით?

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge