ექსპერტი გია ხუხაშვილი ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკიდან წასვლას გამოეხმაურა.
“ერთი მოტივი ისაა, რომ თავისი კადრები საერთოდ გაჰყავს თამაშიდან, იმისათვის რომ კობახიძემ სხვისკენ არ გაიშვიროს ხელი…
ნამდვილი “პატრიოტები” ჯერ ხელიდან მიდიან, მერე პარტიიდან და მერე, თუ გაუშვეს, ქვეყნიდანაც…“- აცხადებს ის.
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი “ქართულ ოცნებას” ტოვებს და პარტიიდან მიდის. ამის შესახებ ღარიბაშვილმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.