14 ოქტომბერს დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით მსახიობი, იუნა შაფათავა სოციალური ქსელის მეშვეობით საქართველოს მთავრობას მიმართავს:
“საქართველოს მთავრობა,
ერთი თხოვნა მაქვს თქვენს შეგნებულ ნაწილთან:
14 ოქტომბერს ჯალათი ყოფილი პროკურორი, მკვლელობა – წამებაზე ხელს რომ აწერდა, მკვლელი სააკაშვილის “გამათავისუფლებელ” აქციას რომ გეგმავს, თქვენი ჭირიმე, პარლამენტის შენობაზე და ყველა შენობაზე ეკრანები გაშალეთ და გაუშვით 2004-2012 წლების ჯალათთა მართვის სისხლიანი რეტროსპექტივა. დაეხმარეთ “თავისუფლების” აღქმაში. და არ მოგეროდოთ ვინმეს, ვინც კანონებში რეალურად ერკვევა, მივიდეს მიკროფონთან და ჩამოთვალოს დანაშაული და მუხლები, რისთვის დაკავებულია საქართველოს მოქალაქეობის ხელის მკვრელი სააკაშვილი. მოუყევით მსოფლიოს და შეახსენეთ, ბნელებს, მსხვერპლის და დანაკარგის რაოდენობა.
დაეხმარეთ სიმართლეს.
თუ დაუშვით ის, რომ ფაშიზმი და მწამებლები ბედავენ, მკვლელის “გარასხოდებას”, დაეხმარეთ მისახლეობის შეგნებულ ნაწილს, შეინარჩუნოს სიმშვიდე და მოთმინება, რადგან ეს პროვოკაცია აუტანელია.
აუტანელია 21-ე საუკუნეში იმის ყურება, ადამიანების წამებაზე, უამრავ მკვლელობაზე, ომის წაგებაზე, ბიუჯეტის გაფლანგვაზე, სამშობლოს უარყოფასა და ღალატზე გაქცეული კრიმინალისთვის თავისუფლებას ითხოვს ფაშისტთა ჯგუფი, რომელიც თქვენ არ და ვერ გამაიარაღეთ.
გააკეთეთ ელემენტარული.
ახლა გახარია არ გყავთ, ცეცხლი თავის თავზე აიღოს.
იმედია რაღაცას მოიფიქრებთ.
ეკრანებზე გაუშვით წამების კადრები.
ხალხს გვეცით პატივი!!!, “– წერს შაფათავა”ფეისბუქის” პირად გვერდზე.
ცნობისთვის, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ყოფილი პრეზიდენტი გათავისუფლების მოთხოვნით თბილისში მასშტაბური აქცია დააანონსა. აქცია თავისუფლების მოედანზე 14 ოქტომბერს, 18:00 საათზე უნდა გაიმართოს.
https://mix.metronome.ge/%e1%83%95%e1%83%98%e1%83%93%e1%83%94%e1%83%9d-%e1%83%90%e1%83%9b-%e1%83%94%e1%83%97%e1%83%94%e1%83%a0%e1%83%96%e1%83%94-%e1%83%a8%e1%83%94%e1%83%9b%e1%83%96%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%90%e1%83%95/