აქტივისტი სანდრო მამაგულაშვილი ამბობს, რომ ქარელის რაიონში, მის სოფელში, უცნობი ადამიანები თავს დაესხნენ.
მისი თქმით, ფიზიკურად მხოლოდ იმიტომ უსწორდებიან, რომ აქტივიზმშია ჩართული.
“უკნიდან მომეპარნენ, ხელები გადამიგრიხეს და ასფალტზე ძირს დაგდებულს მირტყამდნენ… მეუბნებოდნენ, რომ თუ აქციებზე ისევ გავიდოდი, ასეთი შემთხვევა კიდევ განმეორდებაო… ვუთხარი, პოლიციას გამოვიძახებ-მეთქი და ვერაფერს იზამო. იმიტომ, რომ ისინი პოლიციას ამოფარებულები არიან…
ვინც იყვნენ, ყველა ყოველი არჩევნების დროს ფულს იღებს…არ სიამოვნებთ, როცა მე აქციაზე ვდგავარ, ეს აწუხებთ. ფიზიკურად იმიტომ მისწორდებიან, რომ აქტიური ვარ. ყოველდღე რუსთაველის გამზირზე ვდგავარ”,- თქვა მამაგულაშვილმა.