მოსკოვის ოლქში ავტომობილის აფეთქების შედეგად, რუსეთის გენშტაბის მთავარი ოპერატიული დეპარტამენტის უფროსის მოადგილე დაიღუპა, – ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი რუსულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
BBC-ის ცნობით, რუსეთის გენშტაბის მთავარი ოპერატიული დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, გენერალი იაროსლავ მოსკალიკი ქალაქ ბალაშიხაში, ავტომობილში დამონტაჟებული ბომბის აფეთქების შედეგად დაიღუპა.
რუსული „ტელეგრამ“ არხების ინფორმაციით, აფეთქება გენერალ იაროსლავ მოსკალიკის სახლთან მოხდა.
რუსულ მხარეს ინფორმაცია ოფიციალურად ჯერჯერობით არ დაუდასტურებია.