აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ რუსეთ-უკრაინის ომის შესახებ კიდევ ერთხელ ისაუბრა.
მისი თქმით, ამ ომის დასრულება შესაძლებელია, რისთვისაც ორივე მხარემ თანხმობა უნდა განაცხადოს.
„პირველ რიგში, ჩვენს პარტნიორებს შევთავაზეთ ვარიანტები, რათა ომის დასასრულებლად საჭირო საკითხები განეხილათ. ამ ომის დასრულება შესაძლებელია. თანხმობა ორივე მხარემ უნდა განაცხადოს. ჩვენ მათ წინსვლისთვის გზა ვაჩვენეთ…
ეს ჩვენი ომი არ არის. ჩვენ არ დაგვიწყია. ჩვენ მათ ფინიშის ხაზი ვაჩვენეთ, მაგრამ იქამდე ორივე ქვეყანა უნდა მივიდეს. ახლა ორივემ „დიახ“ უნდა თქვას“, – აღნიშნა რუბიომ.