“ცივილიზებული საზოგადოებების არჩევანი – ვაქცინით მიღწეული იმუნიტეტი!
ჩვენი საზოგადოების არჩევანი – ბუნებრივი გზით მიღწეული იმუნიტეტი!
შემდეგ 2 თვეში სულ მცირე, ჩვენი ქვეყნის 2 000 მოქალაქეს ელოდება კოვიდით სიკვდილი – ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი “ფეისბუქის” პირად გვერდზე წერს:
“პირველი არჩევანის შემთხვევაში შეგვიძლია გადავარჩინოთ > 1800 ადამიანის სიცოცხლე. ვაქცინები >10X ამცირებენ სიკვდილის შანს აუცრელებთან შედარებით!
გააკეთე სწორი არჩევანი სიცოცხლისთვის!,” – წერს კულუმბეგოვი სოციალურ ქსელში.
დღეის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 4 775 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
ქვეყანაში ბოლო 24 საათში 1 623 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 37 პაციენტი.
ამასთან, 11 ოქტომბრის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 1 530 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 1 848 პაციენტი, გარდაიცვალა 23.
stopcov.ge-ს მონაცემებით, ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 47 723 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 33 118, „პისიარ“ ტესტით – 14 605.
ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 10,01%, ბოლო 14 დღის – 6,58%, ბოლო შვიდი დღის – 7,98%.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 640 358 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 603 995 გამოჯანმრთელდა, 9 306 კი, გარდაიცვალა.
სულ ჩატარდა 1 882 118 აცრა, დღიურად აცრილია 6 817.
კარანტინის რეჟიმშია 71, სტაციონარში მეთვალყურეობას 4 616 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 749 პირი.
https://mix.metronome.ge/%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%90%e1%83%9e%e1%83%a0%e1%83%9d%e1%83%a4%e1%83%94%e1%83%a1%e1%83%98%e1%83%9d%e1%83%9c%e1%83%90%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%96%e1%83%9b%e1%83%98-%e1%83%a2%e1%83%a7/