Thursday, May 15, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

ბურთი მეჩხირება ყელში… სანამ მაქედან არ გამოგიყვან მე სხვა საქმე არ მაქვს – გიგი უგულავას წერილი მიხეილ სააკაშვილს

October 12, 2021
ბურთი მეჩხირება ყელში… სანამ მაქედან არ გამოგიყვან მე სხვა საქმე არ მაქვს – გიგი უგულავას წერილი მიხეილ სააკაშვილს

ფოთში მერობის კანდიდატი, გიგი უგულავას ციხეში მყოფ ექს- პრეზიდენტს წერილს უგზავნის და წერს, რომ სანამ საკნიდან არ გამოგიყვანს სხვა საქმე არ აქვს.

წერილს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი ასაჯაროებს: “გიგი უგულავა წერილი მიშას. პირადი წერილია, მაგრამ აშკარად სწორი იდეა იყო მისი გამოქვეყნება”

“მიშა, ვიცი, რომ მაგრად და ჯანზე იქნები, ზედმეტს არ მოგწერ. არც შიმშილობის შეწყვეტას გთხოვ, უკეთ იცი შენ. ერთი მინდა გითხრა, რომ ამდენი ხნის თავზე თუ რამე გამაკვირვებდა და აღმაფრთოვანებდა, ეს შენი დაბრუნება იყო. ისტორიული მასშტაბის აქტი მოხიე თან მაგარი სიმსუბუქით. ეს ჩვენი ეროვნული ციხეც ალბათ უნდა გენახა. მოკლედ, ისტორიულ სიმბოლოზმში ყველაფერი ჟანრის წესებით მიდის. აწი ცოტა გაძლებაც უნდა. ეს ხალხიც ნელა, მაგრამ იქოქება. შოკი და დაუჯერებელი იყო ხალხისთვის.

მე ავდგები მალე და იცოდე, სანამ მაქედან არ გამოგიყვან მე სხვა საქმე არ მაქვს. ვერ ვიტან, მძულს ის აზრი, როცა წარმოვიდგენ, რომ შენ ბიძინას ციხეში ზიხარ. ბურთი მეჩხირება ყელში ბრაზისგან. დანარჩენს მიეხედება. წიგნებს არ გთავაზობ. არ მგონია რომ ჩვენი გემოვნება მანდ დაემთხვეს.

აბა შენ იცი, იყავი მხნედ და მტკიცედ. მე ვამაყობ შენით როგორც არასდროს”, – წერს გიგი უგულავა.

ცნობისთვის, გიგი უგულავას რამდენიმე დღის წინ COVID 19 დაუდასტურდა.

საქართველოს ექს- პრეზიდენტი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს. მიხეილ სააკაშილი უკვე მე-12  დღეა შიმშილობს. მისმა ექიმმა ნიკოლოზ ყიფშიძემ თქვა, რომ ექს-პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა შესაძლოა, ნებისმიერ დროს დამძიმდეს.

ინფორმაცია გაავრცელა სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმაც, რომლის თანახმად, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია, რომ მისი მდგომარეობა გაუარესდა.

ექს-პრეზიდენტის ადვოკატმა, ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილი “ძალიან აღშფოთებულია იმით, რომ მისი პირადი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მისი თანხმობის გარეშე ქვეყნდება, რაც მისი უფლებების მძიმე დარღვევაა”.

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ ყოფილი პრეზიდენტი გათავისუფლების მოთხოვნით თბილისში მასშტაბური აქცია დააანონსა. აქცია თავისუფლების მოედანზე 14 ოქტომბერს, 18:00 საათზე უნდა გაიმართოს.

https://mix.metronome.ge/22300-2/

 

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • რუსთავში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა
  • მიხეილ სააკაშვილი განცხადებას ავრცელებს
  • თურქეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge