Friday, May 23, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home სოც.ქსელები

“ყურადღებით ბანკომატებთან! – ზუსტად გაწვრთნილი და ორგანიზებული ბავშვების უკან, გარკვეული ჯგუფი დგას” – თაღლითური სქემა არასრულწლოვანთა ჩართულობით

October 12, 2021
“ყურადღებით ბანკომატებთან! – ზუსტად გაწვრთნილი და ორგანიზებული ბავშვების უკან, გარკვეული ჯგუფი დგას” – თაღლითური სქემა არასრულწლოვანთა ჩართულობით

სოციალური ქსელის მომხმარებელი, სამხედრო ჰოსპიტალის ქირურგი, ლადო ხარებაძე “ფეისბუქის” პირად გვერდზე თაღლითური სქემის შესახებ წერს, რომელშიც ბავშვები არიან  არიან ჩართულნი:

“ახალი თაღლითობის სქემა ბავშვების ჩართულობით!

რამდენიმე საათის წინ აღმაშენებელზე საქ. ბანკის ოფისში მივედით მე და ანუკი ბარათით ბანკომატიდან ფულის მოსახსნელად. შესასვლელთან “აბირჟავებდნენ” ბოშა ბავშვები, 2 ბიჭი ასე 6 წლის და 1 გოგო, დაახლებით – 8 წლის.

როგორც კი კარი შევაღეთ და შევედით, მაშინვე შემოგვყვა ბიჭი და გოგო, ხოლო ერთი ბიჭი გარეთ დარჩა. ნუ, რა თქმა უნდა, ვიფიქრე ფული უნდათ და ვუთხარი, რომ ბავშვებო, გარეთ დამელოდეთ და რომ გამოვალ რამეს გიყიდით-მეთქი. ამაზე არაფერი უპასუხიათ და არც გასულან.

აი, როგორც კი ბარათი მივადე ბანკომატის სენსორს და კოდის პირველი ციფრი შევიყვანე, მივარდა ბიჭი ბანკომატს და ეგრევე კორექციას დააჭირა ხელი და არ უშვებს, თან მეუბნება, რომ ბიძია, ეს ბანკომატი გაფუჭებულია და ფული მეორედან გამოიტანეო. რა თქმა უნდა, რანაირიც არ უნდა იყოს, ბავშვს ვერაფერს ვეტყოდი და შევეხვეწე, რომ გასულიყვნენ, მაგრამ ჯიუტად არ მოშორდა ბანკომატს, თან გოგოც და ისიც მიმეორებდნენ, რომ ეს გაფუჭებულია ბიძია და მეორედან გამომეტანა, პარალელურად კორექციის ღილაკზე ეჭირა ბიჭს თითი და არ უშვებდა. რას ვიზამდი, მოულოდნელი მოძრაობით მსუბუქად ავაშვებინე ხელი ღილაკიდან და ოპერაციის გაუქმებას მივეცი, რითიც ჩემი ბარათის პირადი მონაცემები წაიშალა. ამ მოქმედების შემდეგ, აშკარა იმედგაცრუებით, კარისკენ ორივე ცივად გაბრუნდა.

ჰოდა, რა მინდა გითხრათ – ამ უაღრესად ზუსტად გაწვრთნილი და ორგანიზებული ბავშვების უკან დგას გარკვეული ჯგუფი, ვინც მათ იყენებს და თუ გაუქმების გარეშე გავიდოდი, კოდის გატეხვით თუ შეცვლით (მაგდენი არ ვიცი ტექნიკურად) ჩემი ანგარიშიდან თანხას ჩვეულებრივად მოხსნიდნენ!

ასე რომ, იცოდეთ მეგობრებო და იყავით ყურადღებით ბანკომატებთან!”, – წერს ლადო ხარებაძე ფეისბუქზე.

May be an image of 1 person and screen

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ბრიტანელი ჟურნალისტი უილ ნილი საქართველოში არ შემოუშვეს
  • ვის გაეთიშება ხვალ დენი – იხილეთ მისამართები
  • როდიდან მოიმატეს ტემპერატურა – მეტეოროლოგის პროგნოზი

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge