აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჰარვარდის უნივერსიტეტის შესახებ მედიასთან კომენტარი გააკეთა.
„ჰარვარდი სამარცხვინოა, მათი ქმედებები სამარცხვინოა. მათ აშკარად ანტისემიტური პოზიცია აქვთ. საგადასახადო შეღავათების სტატუსი – პრივილეგიაა. ეს ნამდვილად პრივილეგიაა. ამას ბოროტად იყენებენ არა მხოლოდ ჰარვარდში, არამედ ბევრ სხვა დაწესებულებაშიც. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები“, – განაცხადა მან.
შეგახსენებთ, „სიენენის“ ცნობით, აშშ-ის შემოსავლების სამსახური ჰარვარდის საგადასახადო შეღავათების გაუქმებას გეგმავს.