გუშინ ცნობილი გახდა, რომ კულტურის სამინისტრომ რეჟისორი დავით დოიაშვილი „ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის“ ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა.
აღნიშნულს მედიასთან თბილისის მერი, კახა კალაძე გამოეხმაურა.
„განსხვავებული აზრი შეიხლება ჰქონდეს ნებისმიერ ადამიანს. უამრავი ადამიანია, მაგალითად, ჩემთანაც მერიაში, ვისაც აქვს განსხვავებული მოსაზრებები პოლიტიკურ საკითხებზე. შეუძლებელია ყველას ერთნაირი მოსაზრება და დამოკიდებულება ჰქონდეს.
რაც შეეხება მის მოხსნას, ამის საფუძველი არ ვიცი რა იყო, მაგრამ რასაც ვუყურებ ბოლო თვეების განმავლობაში, თუ დოიაშვილს პოლიტიკაში შემოსვლა უნდა, შეუძლია ეს ნაბიჯი გადადგას, გააკეთოს და ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღოს. თუ ხარ იქ, სადაც ხარ, მაშინ უნდა იმუშაო და მიხედო კონკრეტულ მიმართულებას, ძალიან მარტივია.
[…] შეიძლება ადამიანს ჰქონდეს განსხვავებული შეხედულება, დამოკიდებულება, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ვართ მტრები. თქვენ ნუ უყურებთ იმ რადიკალურ დაჯგუფებებს, ვინც დღეს ქუჩაშია წარმოდგენილი აგენტურის სახით. არსებობენ ადამიანები, ვისაც შეიხლება სხვადასხვა შეხედულება ჰქონდეს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ მტრები ვიყოთ“,- განაცხადა კახა კალაძემ.