იტალიაში, სამგზავრო მატარებლის დაჯახებას საქართველოს მოქალაქე ემსხვერპლა.
დაღუპულია 25 წლის კაცი, რომელიც წარმოშობით ოკუპირებული გალიდან იყო.
იტალიური მედიის ცნობით, შემთხვევა 5 აპრილს, რომი-პიზას სარკინიგზო ხაზზე მოხდა.
მომხდარზე დამატებითი დეტალები უცნობია. ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.