ამ წუთებში პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე, გიორგი გახარია, პარლამენტის საგამოძიებო კომისიის სხდომაზე იმყოფება.
გამოკითხვის თემა 2019 წლის 20 ივნისია.
ცხდომის მიმდინარეობისას მხარეები რამდენჯერმე შეკამათდნენ.
„ნუ მეჩრები დამამთავრებინე… თუ ეს კომისია არ არის მზად მოისმინოს პასუხები, მე ავდგები და წავალ, როცა მოემზადებით დამიძახეთ და მოვალ… ქალბატონო თავმჯდომარე, მე ჩემი უფლებები მაქვს და ძალიან კარგად ვიცი… სათამაშოდ მომიყვანეთ აქ?“ – მიმართა წულუკიანს გახარიამ.
„სათამაშოა მაკა გომურის ამოთხრილი თვალი?“, – უპასუხა წულუკიანმა.