პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე, გიორგი გახარია, პარლამენტის საგამოძიებო კომისიის სხდომაზე მივიდა.
აღნიშნულს შალვა პაპუაშვილი ეხმაურება.
„კარგია, რომ გიორგი გახარია [საგამოძიებო კომისიის სხდომაზე] მოდის. იმედია, ამომწურავად უპასუხებს იმ კითხვებს, რომელიც აქვს კომისიას. იცით, რომ კითხვები არის, მათ შორის 20 ივნისთან დაკავშირებით. მას შემდეგ რაც ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება 20 ივნისთან დაკავშირებით, დაადგინა, რომ იქ დემონსტრანტების მიმართ, ოპერაციის დროს, გარკვეული დარღვევები შესაძლოა არსებობდეს და საჭიროა ხელახალი გამოძიება ამ საკითხის. გიორგი გახარია იყო ის, ვინც ხელმძღვანელობდა მაშინ ამ ღონისძიებას. ამიტომ პარლამენტის საგამოძიებო კომისიას აინტერესებს ზუსტად ის, რა გადაწყვეტილებას იღებდნენ პოლიტიკურად პასუხისმგებელი პირები და ამ გადაწყვეტილებებმა რა შედეგები გამოიწვიეს. იმედი მაქვს, ამ საკითხთან დაკავშირებით ის არ გაექცევა კითხვებს, რომელსაც კომისია დაუსვამს და უპასუხებს…
მისი პარტია პარლამენტში არის. თავს თუ იკატუნებს ვინმე რომ არ არის… პარლამენტში არის, მათ მანდატებზე უარი არ უთქვამთ. ასე რომ, პარლამენტის წევრები არიან ჩვეულებრივად. როგორ ატყუებენ თავის ამომრჩეველს თუ სხვებს, რომ თან არიან, თან არ არიან, ასეთი რამეები არ ხდება. ნახევრად ფეხმძიმობა არ არსებობს. ასე რომ, პარლამენტის წევრები არიან“, – თქვა პაპუაშვილმა.