აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი, მედიასთან უკრაინის ქალაქ სუმზე რუსეთის მიერ განხორციელებული სარაკეტო თავდასხმას გამოეხმაურა.
„ვფიქრობ, საშინელება იყო. მითხრეს, რომ შეცდომა დაუშვეს. მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ეს საშინელებაა. ვფიქრობ, მთელი ომი საშინელებაა. ვფიქრობ, რომ ამ ომის დაწყება ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაა. ეს ქვეყანა არასდროს დაუშვებდა ამ ომის დაწყებას, მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი. ეს ომი სირცხვილია“, – განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს.
ამასთან, ტრამპმა რუსეთ-უკრაინის ომში თავისი წინამორბედი, ჯო ბაიდენი კიდევ ერთხელ დაადანაშაულა.
„გახსოვდეთ ეს: ეს ბაიდენის ომია. მე უბრალოდ ვცდილობ მის შეჩერებას, რათა ბევრი სიცოცხლე გადავარჩინოთ“, – თქვა მან.
შეგახსენებთ, რუსებმა გუშინ უკრაინის ქალაქ სუმს ბალისტიკური რაკეტებით დაარტყეს.
ბოლო მონაცემებით, დაიღუპა 34 ადამიანი, მათ შორის, ორი ბავშვი. დაშავებულთა რიცხვმა 117-ს მიაღწია.