89 წლის ასაკში პერუელი ნობელიატი მწერალი, მარიო ვარგას ლიოსა გარდაიცვალა.
ინფორმაცია მისმა შვილმა ალვარო ვარგას ლიოსამ გაავრცელა პლატფორმა X-ზე.
“ღრმა მწუხარებით გაცნობებთ, რომ ჩვენი მამა, მარიო ვარგას ლიოსა, მშვიდ ვითარებაში, ოჯახის წევრების გარემოცვაში გარდაიცვალა, ლიმაში” – დაწერა მისმა შვილმა.
მარიო ვარგას ლიოსა ლათინური ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე გამოჩენილი რომანისტი და ესეისტია.
ნობელის პრემია მას 2010 წელს „სიძლიერის სტრუქტურის მისეული შედგენისა და ინდივიდუალური წინააღმდეგობის, ამბოხისა და გამარჯვების მკვეთრი სურათებისთვის“ მიენიჭა.