რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში უმძიმესი ძალადობის ამსახველი ვიდეო გავრცელდა. 13 წლის გოგონას 16-17 წლის გოგო ფიზიკურად უსწორდება, აგინებს და აშინებს. ვიდეოს გარშემომყოფები იღებენ და ჩხუბში არ ერევიან.
კურიერი • P.S მომხდარის შესახებ ახალ დეტალებს აქვეყნებს. მათი ინფორმაციით, 13 წლის გოგონა დაზარალებულად უკვე ცნეს, მას სხეულზე დაზიანებები აღენიშნებოდა. პოლიციამ კი ბრალი წარუდგინა ვიდეოს მთავარ ფიგურანტს – 16 წლის გოგოს.
როგორც გაირკვა შემთხვევა გასულ წელს, რუსთაველის გამზირის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. თუმცა კადრები სოციალურ ქსელში რამდენიმე დღის გავრცელდა.
კურიერი • P.S-ის ინფორმაციით, კონფლიქტი ტელეფონის გამო დაიწყო და 13 წლის მოზარდის ცემით დასრულდა.
ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება უკვე დაიწყო, თვითმხილველები მოწმის სახით გამოჰკითხეს, მოძალადე კი პასუხისგებაში მისცეს.
“მე მას შევხვდი, ბრალიც წარედგინა, თუმცა მშობელი არ ესწრებოდა, ესწრებოდა სოციალური მუშაკი. არასრულწლოვანი დაკავებული არ არის, იყენებს დუმილის უფლებას,“ – აცხადებს ბრალდებული არასრულწლოვანის ადვოკატი, დიანა ფირუმიანი.
მას ბრალი ძალადობის მუხლით წარუდგინეს.
წყარო