Sunday, May 25, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

„დიდი ბეტონის ქვეშ ვარ მომწყვდეული, მიშველეთ” – მოქალაქე, რომელიც ამ წუთებშიც ნანგრევებშია მოყოლილი, სოციალური ქსელის მეშვეობით დახმარებას ითხოვს

October 8, 2021
„დიდი ბეტონის ქვეშ ვარ მომწყვდეული, მიშველეთ” – მოქალაქე, რომელიც ამ წუთებშიც ნანგრევებშია მოყოლილი, სოციალური ქსელის მეშვეობით დახმარებას ითხოვს

მოქალაქე, რომელიც ამ წუთებშიც ნანგრევებშია მოყოლილი სოციალურ ქსელში წერს და შველას ითხოვს.

“დიდი ბეტონის ქვეშ ვარ მომწყვდეული, მიშველეთ, ააწევინეთ ის დიდი ბლოკი,” – წერს მოქალაქე “ბათუმელების” პირდაპირ ჩართვაზე. დაზუსტებით არ არის ცნობილი, მაგრამ ის სავარაუდოდ ნანგრევებშია მოყოლილი.

May be an image of text

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე 5 სართულიანი შენობა ჩამოინგრა. მაშველები ნანგრევებში მობინადრეებს ამ დრომდე ეძებენ. ნანგრევებიდან ისმის მოქალაქეების ხმა, რომლებიც დახმარებას ითხოვენ.

შსს-ს ინფორმაციით, საცხოვრებელ კორპუსის ნგრევის ფაქტზე დაწყებულია გამოძიება, დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ზუსტდება.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ, ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი ნგრევის შესახებ შეტყობინების მიღებისთანავე, მოხდა სამაშველო და საპოლიციო ძალების მობილიზება, ასევე, ადგილზე იმყოფებიან სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლები.

პირველადი ინფორმაციით, საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზო ჩამოინგრა. ადგილზე მისვლისთანავე, მეხანძრე-მაშველებმა ჩამონგრეული სადარბაზოს მეზობელი ბინებიდან, ასევე, ნანგრევებში მოყოლილი ავტომობილებიდან მოსახლეობის ევაკუაცია განახორციელეს.

ამ დროისთვის, მიმდინარეობს ტერიტორიის ნანგრევებისგან გაწმენდა და აქტიური საძიებო-სამაშველო ღონისძიებები. ნგრევის ფაქტზე დაწყებულია გამოძიება, დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ზუსტდება.

მეხანძრე-მაშველებთან ერთად, ადგილზე უკვე მობილიზებულია სპეციალური ტექნიკა, მათ შორის ავტოკიბე. დამატებით, ასევე, მობილიზებული არიან შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის და საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის თანამშრომლები. მიმდინარეობს აჭარის მეზობელი რეგიონებიდან დამატებითი ცოცხალი ძალის მობილიზება.

შემთხვევის მიმდებარე ტერიტორიაზე, უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, შემოსაზღვრულია ტერიტორია. შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, ასევე, ადგილზე მყოფ ყველა მედიასაშუალების წარმომადგენელს, დაემორჩილონ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მითითებებს და დაიცვან უსაფრთხოების ნორმები“, – აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.

https://mix.metronome.ge/22217-2/

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • 🎥ძლიერი სეტყვა სართიჭალაში – სტიქიის ამსახველი კადრები სოციალურ ქსელში ვრცელდება
  • „3 დღე-ღამე კარცერში გავატარე… შემოვარდნენ ღორებივით, გიჟებივით ჩამოგლიჯეს თოკები…“ – რას ჰყვება მიმდინარე აქციებისას დაპატიმრებული რევაზ კიკნაძე?
  • რა ეღირება დოლარი და ევრო ხვალ – ვალუტის კურსი

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge