Saturday, July 19, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

საბჭოთა პერიოდში აშენებულ სახლებს მოუწევს დემონტაჟი და იმ ტერიტორიაზე ახალი განაშენიანება გაჩნდება – ბესო ორთოიძე

April 11, 2025
საბჭოთა პერიოდში აშენებულ სახლებს მოუწევს დემონტაჟი და იმ ტერიტორიაზე ახალი განაშენიანება გაჩნდება – ბესო ორთოიძე

„საბჭოთა პერიოდში აშენებულ სახლებს მოუწევს დემონტაჟი და იმ ტერიტორიაზე ახალი განაშენიანება გაჩნდება“, – ამის შესახებ რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ „არსის“ დირექტორმა ბესო ორთოიძემ განაცხადა.

„მიწის შეზღუდვის ტენდენცია მუდმივია, რაც დრო გადის მით უფრო ნაკლები ვაკანტური მიწა რჩება განაშენიანებისთვის და შესაბამისად მიწის ფასიც იზრდება. ასევე პრობლემას წარმოადგენს მეორადი კორპუსები, რომელიც საბჭოთა დროსაა აშენებული და რომელსაც ექსპლუატაციის ვადა დიდი ხანია გაუვიდა, მაგრამ კვლავ ხდება მისი გამოყენება. ეს საკითხები ერთმანეთს რომ დავაკავშიროთ აუცილებლად დადგება ის მომენტი, როდესაც ამ სახლებს მოუწევს დემონტაჟი და უკვე იმ ტერიტორიაზე ახალი განაშენიანება გაჩნდება.

მერიას აქვს გეგმა, ავარიული ე.წ.ხრუშჩოვკების ჩანაცვლების, მაგრამ მას არ აქვს მასშტაბურობა. დღეს ნაწილი კომპანიები ამაში მონაწილეობას იღებენ, მაგრამ შესაძლებელია ამ სქემის გარკვეული ცვლილება, რაც გაზრდის დაინტერესებას. იმის მიხედვით თუ რამდენი კომპანია მიიღებს მონაწილეობას, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რამდენად სწრაფად მოხდება ჩანაცვლება. დღევანდელი გეგმით შეიძლება ათობით წელი გაგრძელდეს ან შეიძლება ისეთი სქემა მოიძებნოს, რომელშიც ყველა დეველოპერი გამოთქვამს სურვილს და ძალიან სწრაფად, მოკლე ვადაში შეიძლება მოხდეს ამ პროექტის განხორციელება. ეს ერთგვარად, მეორე სუნთქვაც იქნება ქალაქისთვის და შესაძლოა განთავისუფლდეს ბევრი ადგილი, სადაც უკვე ახალი წესებით, ახალი რეგულაციებით მოხდება განაშენიანება.

თბილისი იქნება თუ სხვა ქალაქი, მეორე სიცოცხლე სჭირდება. ძველი კორპუსები რა მიწაზეც დგას, შეიძლება მისი გაცოცხლება ძველი შენობების დემონტაჟით. უნდა არსებობდეს გრძელვადიანი ხედვა და ამ გეგმას, უნდა მოერგონ კომპანიები. თუ იქნება გრძელვადიანი გეგმა, მე, როგორც ინვესტორს მეცოდინება სად არის პოტენციალი, სად შეიძლება განვითარდეს ქალაქი და მშენებლობის დაწყებაც უფრო მარტივი იქნება ჩემთვის,“ – განაცხადა ორთოიძემ.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • „შე­საძ­ლოა, ნარ­კო­ტი­კე­ბით ვაჭ­რო­ბა­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი ან­გა­რიშს­წო­რე­ბა იყოს“ – რას წერს თურქული მედია გუშინ ბათუმში მომხდარ მკვლელობაზე?
  • „მძიმე დანაშაულში მხილებული 22 წლისაა…“ – ბათუმში მომხდარი გუშინდელი მკვლელობის ახალი დეტალები
  • მასშტაბური თავდასხმა ოდესაზე – არის მსხვერპლი

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge