„პსჟ“-ის ოფიციალური გვერდი სოციალურ ქსელში ქართველი ვარსკვლავის, ხვიჩა კვარაცხელიას მიერ „ასტონ ვილას“ წინააღმდეგ გატანილ გოლს აქვეყნებს.
„Hang it in the Louvre“, – წერია პოსტში.
შეგახსენებთ, 9 აპრილს, პარიზში, ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალური ეტაპის პირველ მატჩში, ერთმანეთს ქართველი ვარსკვლავის, ხვიჩა კვარაცხელიას „პსჟ“ და ბირმინგემის „ასტონ ვილა“ დაუპირისპირდნენ.
შეხვედრის 49-ე წუთში, როცა ანგარიში 1:1 იყო. ხვიჩამ ულამაზესი გოლი გაიტანა და პარიზელები დააწინაურა. კვარაცხელია „ასტონ ვილას“ წინააღმდეგ მატჩის საუკეთესოდ დასახელდა.