abcnews-ის ცნობით, ნიუ-იორკში, მანჰეტენზე, მდინარე ჰუდსონში, ვერტმფრენის ჩავარდა.
შედეგად, ბორტზე მყოფი 6-ვე ადამიანი, მათ შორის, 3 ბავშვი დაიღუპა.
არსებული ინფორმაციით, ვერტმფრენის მგზავრები აშშ-ში ტურისტული ვიზიტით ესპანეთიდან ჩამოსული ოჯახი იყო.
წყაროების თქმით, ჩამოვარდნილი ვერტმფრენი მაშველებმა ნიუ-ჯერსის სანაპიროსთან ახლოს გადაბრუნებულ მდგომარეობაში იპოვეს.