Thursday, January 29, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

SJP: საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე, კრიტიკულად განწყობილ ჟურნალისტებს ემუქრება

April 10, 2025
SJP: საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე, კრიტიკულად განწყობილ ჟურნალისტებს ემუქრება

“ჟურნალისტთა უსაფრთხოების პლატფორმა” (SJP) “საზოგადოებრივი მაუწყებლის მცველების” საქმეს ეხმაურება – ინფორმაცია ამის შესახებ თავად “საზოგადოებრივი მაუწყებლის მცველების ფეისბუქ გვერდზე ვრცელდება.

SJP აღნიშნავს, რომ ვასილ მაღლაფერიძე არხის სარედაქციო პოლიტიკისა და მენეჯმენტის მიმართ კრიტიკულად განწყობილ ჟურნალისტებს ემუქრება. სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ მენეჯმენტს “მცველების” საქმის პროკურატურისთვის გადაცემა შესთავაზა.

“მაღლაფერიძის  მტკიცებით, აღნიშნული სიტუაცია შესაძლოა ასახავდეს პირად, პოლიტიკურ და ფინანსურ ინტერესებს, ასევე, სახელმწიფო რესურსების ბოროტად გამოყენებას. მან აღნიშნა, რომ თუ ვინმეს ჰქონდა ფულადი სარგებლის მიღების ან პოლიტიკური მიზნების განხორციელების მოტივაცია,  ამით საგამოძიებო ორგანოები უნდა დაინტერესდნენ”.

SJP სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის არჩევნებზეც აკეთებს აქცენტს, და აღნიშნავს, რომ მაღლაფერიძე, რომელიც 6 წლის ვადით აირჩიეს, ერთადერთი კანდიდატი იყო.

“იმ ჟურნალისტებს, ვისაც სამართლებრივი ზომებით ემუქრებოდნენ, არ მიეცათ სხდომაზე დასწრების უფლება. მაღლაფერიძემ თავი აარიდა პასუხს კითხვაზე, რატომ ხდება საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლების დისკრედიტაცია და მათზე ზეწოლა”.

SJP ვასილ ივანოვ-ჩიქოვანის ეთერიდან ჩამოშორების საკითხსაც ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ეს კიდევ ერთ განგაშის სიგნალს წარმოადგენს პლატფორმაზე.

“საზოგადოებრივი მაუწყებელი წლების განმავლობაში წარმოადგენს მმართველი პარტია “ქართული ოცნების” ინსტრუმენტს და ზღუდავს იმ ჟურნალისტების მუშაობას, რომლებიც ცდილობენ დამოუკიდებლად გააშუქონ მოვლენები პოლიტიკური გავლენის გარეშე,” –  “ჟურნალისტთა უსაფრთხოების პლატფორმა”  “პრესის საერთაშორისო ინსტიტუტისა” და მედიის უფლებადამცველი ორგანიზაციების განცხადებაზეც ამახვილებს ყურადღებას.

განგაშის სიგნალი ევროპის საბჭოს პარტნიორი ორგანიზაციებისგან  იგზავნება და ჟურნალისტების უსაფრთხოებისა და მედიის თავისუფლების სერიოზულ საფრთხეებს ეხმიანება.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ბათუმის მერია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
  • რა უნდა იცოდეთ 18-საათიან დიეტაზე და შეიძლება თუ არა უზმოზე ყავის დალევა – ნუტრიციოლოგის რეკომენდაციები
  • 5 მავნე ჩვევა, რომელსაც უნდა გადაეჩვიოთ, თუ წონის დაკლება გსურთ

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge