თბილისის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან სხვადასხვა თემაზე, მათ შორის, ამერიკის შეერთებულ შტაბების მიერ საქართველოსთვის გაწეული დახმარების შესახებ ისაუბრა.
„მე როგორც ვიცი, ამერიკის შეერთებულ შტატებს 6 მილიარდი [აქვს დახარჯული საქართველოზე]. დაახლოებით ეს თანხაა…
ბიძინა ივანიშვილს ქველმოქმედებაში დახარჯული აქვს 6 მილიარდი დოლარი… ამერიკის შეერთებული შტატები არის ზესახელმწიფო, ხო? უძლიერესი სახელმწიფო. ჩვენ იმით კი არ უნდა დავკმაყოფილდეთ 6 მილიარდი 30 წლის განმავლობაში რომ დახარჯეს საქართველოში, უფრო მეტი უნდა მოვთხოვოთ პარტნიორობისათვის, მეგობრობისათვის…
… აგენტურით, რომელიც იქმნებოდა წლების განმავლობაში, რაღაც იმას გამოაგდებდნენ, 2 კაპიკს და ამით თურმე უნდა ვყოფილიყავით კმაყოფილები“, – თქვა კალაძემ.