თბილისის მერის ყოფილი მოადგილე და ახლა უკვე ტელეკომპანია “ფორმულას” წამყვანი სოფიო ხუნწარია “ფეისბუქის” პირად გვერდზე სპეციალურ მიმართვას ავრცელებს:
“აშკარა განაწყენება გამოვიწვიე ჩემ ყოფილ კოლეგებში და კახის მხარდამჭერებში. ახლა რა ხდება! მე, რომ სისტემურად კმაყოფილი ვყოფილიყავი რაც ხდებოდა გარშემო არ წამოვიდოდი და აქვე ღმერთი არ გაუწყრეს არავის და არ თქვას, რომ ვინმემ გამომიშვა.
აქვე ხაზგასმით ვამბობ, რომ არც კახისთან და არც მერიაში მე პრობლემა არ მქონია და ამაზე არაერთხელ მითქვამს, მაგრამ მთლიანად “ოცნების” ნარატივი ჩემთვის იყო მიუღებელი.
ნამდვილად გავაკეთე მეც და კახისთან ერთად ძალიან ბევრი კარგი საქმე, რაც ჩემი ისე როგორც კახის ვალდებულება იყო და არავის დავაყვედრი ამას, რომ რა კარგი გოგო ვიყავი, რომ მე ვმუშაობდი. მეტიც უნდა მექნა!
ახლა განმარტება, სანამ ამ მენტალობით ვივლით, რომ ოდესღაც სადღაც ვიყავით და ხმა არ ამოვიღოთ არის ტრაგედია და სწორედ ეს გვღუპავს. არასოდეს არ შემიკავებია თავი რამე თუ არ მომწონდა და ჩემი თანამდებობაზე ყოფნის დროსაც ყოველთვის გამოვხატავდი ჩემ პოზიციას საჯაროდ – სოც ქსელში, რატომაც “ოცნების” ბევრი წევრი “ნაცს” მეძახდა, წამოსვლის დროს არც მიზეზი დამიმალავს რატომ მივდიოდი და არც ის სად.
მიუხედავად იმისა, რომ კრიტიკულ მედიას წარმოვადგენ დღეს – არაერთხელ მითქვამს, სწორედ “ფორმულა”-ს ეთერიდან, რომ ეს კარგია (მერიის გაკეთებულ საქმეს ვგულისხმობ) და ერთხელ საჯაროდაც გადავუხადე ამ პლატფორმიდან კახის მადლობა და დიახ სწორედ ამიტომ მიყვარს “ფორმულა” და ამიტომ ვარ მისი გუნდის წევრი, რომ თავისუფლების კუნძულია.
ახლა რატომ ვარ აქტიური დღეს და რატომ შეიძლება გამიხარდეს მეორე ტური ყველა დიდ ქალაქში. ამ ქვეყანას უკვე სუნი უდის და ცვლილებების დროა, ვისაც ჭაობში გინდათ დარჩენა, ეგ თქვენი არჩევანია და მეტიც, პატივს ვცემ თქვენს ჭაობსაც, მაგრამ ჩემ წილ ბრძოლას მე აუცილებლად გავაგრძელებ.
ისე, როგორც წინა 9 წლის თავზე ვთქვით არა, ასე უნდა ვთქვათ დღეს არა. სადამდე?! იქამდე, სანამ არ დადგება ის ხელისუფლება, რომელიც ამ ქვეყანას წელში გამართავს. არ ივარგებს ახლად არჩეული ხელისუფლება?! ისევ როტაცია.
მე ასე ვხედავ და ეს ჩემი არჩევანია. ახლა ვინც ასე იბრძვით კახისთვის, იმ ბიჭს პრობლემა თქვენგან განსხვავებით არასდროს არ ქონია ბევრ საღ ქმედებასთან თუ აზრთან დაკავშირებით, თქვენგან განსხვავებით, რომლებმაც დათვური სამსახური გაუწიეთ, რომ აი ამ ვითარებაში აღმოჩენილიყო.
გამიხარდებოდა გულით გამოყოფილიყო და ვინ იცის იქნებ გამიჯნულს პირველი ტურიც მოეგო. დარწმუნებული ვარ, არც ეს ჩემი პოსტი ეწყინება თქვენგან განახვავებით.
მოკლედ, მე ისევ ვირჩევ კოალიციურ მთავრობას, წინსვლას და მოძრაობას. წარმატება ყველას და ვისაც არ მოგწონთ ჩემი აზრი უბრალოდ ჩაიარეთ, რადგან პოლემიკაში შემოსვლა აზრს მოკლებულია. ვიღაცები დაიბლოკებიან კიდეც, ყველაფერი კარგად იქნება.
მაინცარსად წავალ და არავის დავუტოვებ ამ ქვეყანას. ხო კიდევ ერთი – ქოცისთვის ნაცი ვარ და ნაცისთვის ქოცი, ვაი ყველას პატრონს, მართლა რიგითი მოქალაქე ვარ, რომელსაც საკუთარი ტრ-ი კი არა, ან სამსახურის დაკარგვის შიში, ან ბუა მიშა ან ბევრი რამე სხვა აღელვებს, მართლა ერთადერთს ვფიქრობ, როგორ მოუნდეთ ჩემ შვილებს აქ ცხოვრება და ისევ არ დავუტოვოთ მძიმე მემკვიდრეობა, რომლისთვისაც მათ უნდა გააგრძელონ ბრძოლა. ყველას წარმატება მეორე ტურში,” – წერს ხუნწარია სოციალურ ქსელში.
https://mix.metronome.ge/22083-2/