Saturday, July 5, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

როგორც კი გაიგო, რომ კარგად ვარ, რაღაცაზე ვიჩხუბეთ, გავარდა, მომწერა – დავამთავრე შენთან ურთიერთობა, აღარასოდეს მოვბრუნდებიო – ხათუნა ჟორდანია

October 7, 2021
როგორც კი გაიგო, რომ კარგად ვარ, რაღაცაზე ვიჩხუბეთ, გავარდა, მომწერა – დავამთავრე შენთან ურთიერთობა, აღარასოდეს მოვბრუნდებიო – ხათუნა ჟორდანია

ხათუნა ჟორდანიამ და ზურა ხაჩიძემ “პოსტ ალიონის” ეთერში პირად ურთიერთობაზე ისაუბრეს:

„იმ დღესვე, როგორც კი გაიგო, რომ კარგად ვარ რაღაცაზე ვიჩხუბეთ, ბორჯომში გავარდა და მომწერა, მორჩა, დავამთავრე მე შენთან ურთიერთობა, უკან აღარასოდეს აღარ მოვბრუნდებიო.  ერთ კვირაში გადაუარა… ვხუმრობ, რა თქმა უნდა, მაგრამ ძალიან რთულია, არაერთი ქარტეხილით სავსე იყო ჩვენი ცხოვრება, რადგან ბევრი მძიმე პერიოდი გამოვიარეთ ერთად.

ყველას გასაგონად, განსაკუთებით კი ახალგაზრდებისთვის, მინდა ვთქვა, რომ არ არის ადვილი ცოლ-ქმრობა. როდესაც დავდიოდით სულ სხვანაირი იყო ჩვენი ურთიერთობა, როდესაც ერთ ტერიტორიაზე დავიწყეთ ცხოვრება, ამას ბევრი სირთულე მოჰყვა, კარგიც იყო და ბევრი ცუდიც…

არ იფიქროს ვინმემ, რომ ასე მხიარულად მოვდივართ, არა, ბევრი დათმობა იყო ჩემი მხრიდან, ბევრი დათმობა იყო ზურას მხრიდანაც და ასე თუ ისე, რაღაცნაირად შევინარჩუნეთ ოჯახი,” – ამბობს ხათუნა ჟორდანია.

ზურა ხაჩიძემ ახალგაზრდებს მიმართა, რომ ურთიერთობის დროს, როდესაც გარკვეული სახის უთანხმოება ხდება, დაშორება გამოსავალი არ არის.

„ახალგაზრდებს მეც მინდა ვუთხრა, რომ როცა ერთმანეთთან რაღაცას ვერ ალაგებთ არ არის გამოსავალი დაშორება. იმიტომ, რომ როცა გიყვარს, როცა გიღირს ადამიანი კომპრომისზე მიდიხარ, თორემ თუ სხვა რამ ურევია ამ ყველაფერში, ძალიან მარტივად ამთავრებს ამ ურთიერთობას. 

ხათუნამაც ზუსტად ის თქვა, რომ კომპრომისებზე წასვლა არის სიყვარულისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი ურთიერთობის გადარჩენისთვის.

დარწმუნებული ვარ, არამხოლოდ ჩვენს, არამედ ყველას ურთიერთობაში ვინც შეყვარებულია, ვისაც ურთიერთობაში მრავალი წელი აქვს გავლილი, იქ ყოველთვის მნიშვნელოვანი გადამრჩენი ფაზა არის კომპრომისი. თუ ადამიანს შენც ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია, რაღაცებს ითმენ, როგორც ქალი, ისე კაცი. ამიტომ ახალგაზრდებს ვურჩევ, რომ ადგომა, თავზე ქუდის დახურვა და ურთიერთობიდან გაქცევა გამოსავალი არაა. ბოლომდე უნდა ეცადო, რომ ის შეინარჩუნო,“- აღნიშნა ზურა ხაჩიძემ POSTV -ის ეთერში.

https://mix.metronome.ge/21798-2/

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • „ჩემთვის ჩემი პროფესია, ჟურნალისტიკა, იყოფა ასე – 2021 წლის 5 ივლისამდე და მას შემდეგ“ – ქეთა ციცქიშვილი
  • „შესაძლოა, მძიმედ არის ავად ან უკვე გარდაიცვალა“ – რას წერს უცხოური მედია აიათოლა ალი ხამენეის შესახებ?
  • „დაიღუპა 24, ევაკუირებულია 237 ადამიანი…“ – წყალდიდობა ტეხასში

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge