აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მედიასთან სატარიფო გეგმასთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებაზე ისაუბრა.
„ამაზე ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ვფიქრობდი. უბრალოდ დავწერე, მე არ – ჩვენ არ გვქონია – იურისტებთან წვდომა. ჩვენ ეს გულიდან დავწერეთ, არა? ეს გულიდან იყო დაწერილი და ვფიქრობ, რომ ის ასევე კარგად იყო დაწერილი“, – განაცხადა ტრამპმა.
შეგახსენებთ, მისი გადაწყვეტილებით, შტატები სხვა ქვეყნებისთვის ტარიფების შემოღებას 90 დღით აპაუზებს, ჩინეთისთვის კი 125%-მდე ზრდის.