Friday, May 16, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

“რეალური საფრთხე ექმნება… იქნებ სთხოვოთ და გადაარწმუნოთ თქვენი სულიერი შვილი” – მიმართვა პატრიარქს

October 6, 2021
“რეალური საფრთხე ექმნება… იქნებ სთხოვოთ და გადაარწმუნოთ თქვენი სულიერი შვილი” – მიმართვა პატრიარქს

საქართველოს კლინიკების ასოციაციია საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია II-ს ილია წერილით მიმართავს, რომელსაც ხელს კლინიკების ასოციაციის პრეზიდენტი, ვილი პაჭკორია აწერს:

“საქართველოს კლინიკების ასოციაციის ღია მიმართვა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსს, უწმინდესსა და უნეტერეს ილია II-ს

თქვენო უწმინდესობავ,

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, დაკავებული იქნა სამართალდამცველების მიერ და უკვე მეექვსე დღეა, პროტესტის ნიშნად, შიმშილობს საპყრობილეში. პატივს ვცემთ მის ბრძოლას სამართლიანობისთვის, მაგრამ ყოვლად შემაშფოთებელია მისი განცხადება პროტესტის უკიდურეს ფორმასთან დაკავშირებით და ამასთან ერთად, იგი უარს აცხადებს საჭიროების შემთხვევაში სამედიცინო დახმარებაზე.

ადამიანის ორგანიზმი ინდივიდუალურად პასუხობს შიმშილს, ბევრი რამ დამოკიდებულია ქრონიკული დაავადებების არსებობაზე. ადამიანებს შიმშილობის დაწყებიდან, ერთი კვირის შემდეგ, ეწყებათ ნივთიერებათა ცვლის მოშლა და ინტოქსიკაციის მოვლენები, გრძნობენ დაუძლურებას და აწუხებთ თავის ტკივილი. მე-10 – მე-12 დღიდან გამოიხატება არტერიული წნევის მკვეთრი ცვალებადობა, ირღვევა გულ-სისხლძარღვთა სისტემის, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის, ნაღვლის ბუშტის, პანკრეასის და თირკმლის ფუნქციები, ამასთანავე შესაძლოა განვითარდეს ჰიპოგლიკემია და მასთან დაკავშირებული კოლაფსი. დარღვეული ტროფიკის შედეგად ზიანდება ცენტრალური ნერვული სისტემა და ვითარდება თავის ტვინის იშემიური მოვლენები. მოგვიანებით პერიოდში შესაძლებელია განვითარდეს პოლიორგანული უკმარისობა, რითიც საფრთხე ექმნება ორგანიზმის სასიცოცხლო ფუნქციებს. ამავე დროს, რაც უფრო დიდ ხანს გაგრძელდება შიმშილი, მით უფრო ჩნდება რისკი შეუქცევადი პროცესების განვითარებისა.

უწმინდესო და უნეტარესო, ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, რეალური საფრთხე ექმნება საქართველოს მესამე პრეზიდენტის სიცოცხლეს, ამიტომ მოგმართავთ უმორჩილესი თხოვნით, სანამ მდგომარეობა უკიდურესად დამძიმდება, იქნებ სთხოვოთ და გადაარწმუნოთ თქვენი სულიერი შვილი, შეცვალოს მისი გადაწყვეტილება პროტესტის უკიდურეს ფორმასთან დაკავშირებით, რამეთუ ღვთისგან ბოძებული სიცოცხლის ხელყოფა დაუშვებელია.

საქართველოს მესამე პრეზიდენტის სახელს უკავშირდება, ჩვენს ქვეყანაში, მრავალი სასიკეთო საქმეები, მისი ხელისუფლებაში ყოფნისას დასრულდა სამების საკათედრო ტაძარი, განახლდა ბაგრატის ტაძარი, აშენდა და რესტავრირებულიქნა მთელი რიგი ქალაქები, ჩამოყალიბდა სახელმწიფოს მართვის თანამედროვე ინსტიტუციები, იგი საერთაშორისოდ აღიარებული პოლიტიკოსია და დიდი ავტორიტეტით სარგებლობს მსოფლიოს ცნობილ პოლიტიკოსთა შორის.

ხაზგასმით აღსანიშნავია, რომ ბატონი მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური პოტენციალის რეალიზაცია, ჩვენი სახელმწიფოს განვითარების მოცემულ ეტაპზე, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

ქართველებმა დავუშვით საბედისწერო შეცდომა და სათანადოდ არ დავიცავით საქართველოს პირველი პრეზიდენტის სიცოცხლე, დღეს ვალდებული ვართ არ გავიმეოროთ იგივე შეცდომა.

ჯანმრთელობას და მშვიდობას გისურვებთ თქვენ და სრულიად საქართველოს!
პატივისცემით,
ვილი პაჭკორია
საქართველოს კლინიკების ასოციაციის პრეზიდენტი,
მედიცინის დოქტორი, პროფესორი,” – ნათქვამია მიმართვის წერილში.

მიხეილ სააკაშვილი ციხეში შიმშილობს და მის შეწყვეტას არ აპირებს, ცუდად გახდომის შემთხვევაში, სამედიცინო ჩარევა პენიტენციური დაწესებულები ექიმებსაც აუკრძალა.

იგი თავს პოლიტიკურ და “პუტინის” პირად პატიმრად მიიჩნევს.

https://mix.metronome.ge/22157-2/

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • „ჩვენ თუ ვერა, შენ მა­ინც გა­დარ­ჩი!” – ვინ არის ბიჭი, რომელიც მტკვარში გადავარდნილი მანქანიდან ცოცხალი ამოიყვანეს?
  • ხანძარი თბილისში – რა ვითარებაა ადგილზე
  • მდინარე ალაზნის მიმდებარედ, გზა ჩაინგრა და ავტომობილი ჩაიყოლა – რა ვითარებაა ადგილზე?

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge