“რუსეთს ივანიშვილი აღარ დასჭირდება, როდესაც უკვე კობახიძე ჰყავს”- ასე გამოეხმაურა ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი “პირველებთან” ირაკლი კობახიძის განცხადებას.
“ხუმრობით ვიტყვი. ბატონ ირაკლი კობახიძეს, ჩემი აზრით, 28 ნოემბრის შემდეგ ყველაფერი ეპატიება. თუ დღეს “ოცნება” ეძებს ლიდერებს, მე შემიძლია “ოცნებას” ვუთხრა, რომ დღეს ჩვენი ლიდერი არის ირაკლი კობახიძე, რომელმაც 28 ნოემბერს მუხტი მოგვცა, რომ გამოვსულიყავით ქუჩაში. ალბათ, ხვალ მოგვიწევს ბიძინა ივანიშვილის გადარჩენაზე ბრძოლა. რუსეთს ივანიშვილი აღარ დასჭირდება, როდესაც უკვე ირაკლი კობახიძე ჰყავს, რომელსაც აქვს დიდი ძალაუფლება თავის ხელში.
ჩვენ ვიბრძვით არამარტო მსოფლიოსთან ურთიერთობის შენარჩუნებისთვის, არამედ ვიბრძვით იმ 89 გამყიდველი დეპუტატის გადარჩენისთვისაც, რომ მოვაბრუნოთ საქართველოსკენ”. – განაცხადა ვაჟა გაფრინდაშვილმა.
ცნობისთვის, ირაკლი კობახიძემ 9 აპრილთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, სადაც რუსეთი არ ახსენა. ივანიშვილის პრემიერი წერდა, რომ 9 აპრილს “ძალადობა უცხოურმა ძალამ განახორციელეს”.
ცნობისთვის, ირაკლი კობახიძემ 9 აპრილთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, სადაც რუსეთი არ ახსენა და თქვა, რომ 9 აპრილს უცხოურმა ძალამ განახორციელა ძალადობა ჩვენი თანამოქალაქეების წინააღმდეგ.