ირაკლი კობახიძე მის მიერ გავრცელებულ განცხადებაზე საზოგადოების შეფასებებს ეხმაურება და ამას ცარიელ სპეკულაციას უწოდებს.
კობახიძის თქმით, ზუსტად ისეთივე მეთოდებით მოქმედებს დღეს დიფ სთეითი ახლა უკვე არა ამერიკის, არამედ ევროპული ბიუროკრატიის გამოყენებით.
“ესეც არის ცარიელი სპეკულაციები. 36 წლის წინაც მოქმედებდა გარე ძალა და დღესაც მოქმედებს ჩვენი ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ გარე ძალა. რაც შეეხება ტოლობის ნიშანს, ზუსტადაც, რომ მე ვსვამ ტოლობის ნიშანს . ზუსტად ისეთივე მეთოდებით მოქმედებს დღეს “დიფ სთეითი” ახლა უკვე არა ამერიკის, არამედ ევროპული ბიუროკრატიის გამოყენებით, როგორც თავის დროზე , 36 წლის წინ მოქმედებდა საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ საბჭოთა კგბ. საბჭოთა კგბ-ს მეთოდებით მოქმედებს დიფ სთეითი და ამაში იყენებს ევროპულ ბიუროკრატიას . ეს უნდა დასრულდეს.”- თქვა კობახიძემ მედიასთან.
