Saturday, July 5, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

(ფოტო) დიდი იმედი მაქვს, ამ დღესაც პაწაწინა სიყვარულით გაიხსენებენ – ეკა ხოფერია

October 6, 2021
(ფოტო) “არ მინდა არანაირი მოწოდებები, უბრალოდ ერთს გეტყვით…” – ეკა ხოფერია

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი, ეკა ხოფერია მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით “ფეისბუქის” პირად გვერდზე წერს:

“დიდი პატივი იყო დღეს ჩვენთვის ამ ადამიანებთან შეხვედრა და მათი ღვაწლის დაფასება.

პედაგოგები ჩვენი საყვარელი აფხაზეთიდან, თითოეულის ისტორია ცალკე წიგნია, კინოც და სიუჟეტიც: როგორ მოდიოდნენ პატარა გოგო-ბიჭები სკოლებში, როგორ იწყებდნენ, როგორ ასწავლიდნენ და ზრდიდნენ თაობებს, როგორ გაიარეს ომის წლები… ზოგიერთი მათგანი 2008 წლის აგვისტოს ომამდე მუშაობდა…

ასევე წლის საუკეთესო მასწავლებლები დავაჯილდოვეთ დღეს, ჩვენი იმედი და დასაყრდენი!

და ჩვენი სტიპენდიანტები, ჟიული შარტავას სახელობის სტიპენდიანტები. ეს ახალგაზრდა თაობა აფხაზეთის თემებზე მუშაობს და ახალ ხედვასა და ნაშრომს დებს ამ მიმართულებით. გალის სკოლადამთავრებულებიც მათ შორის. გვინდოდა მასწავლებლებს განსაკუთრებული საჩუქარი დარჩენოდათ ჩვენგან.

არის ასეთი პროექტი – “პოსტერო”- ანბანთქების გრაფიკა. თითოეული მასწავლებლის სახელის პირველი ასოს ამსახველი ანბანთქება ვაჩუქეთ, რომელსაც ისინი მათი ოთახების კედლებზე ჩამოკიდებენ და საყვარელ მოსწავლეებსა და წლებს რომ მოიგონებენ, დიდი იმედი მაქვს, ამ დღესაც პაწაწინა სიყვარულით გაიხსენებენ.

მადლობა დიდი და ყველას, ჩვენს საყვარელ მასწავლებლებს, კიდევ ერთხელ გულით გილოცავთ ამ დღეს “, – წერს ეკა ხოფერია ფეისბუქზე.

May be an image of 1 person, standing and flower

May be an image of 4 people and people standing

May be an image of 3 people, people standing and indoor

May be an image of one or more people, people standing, flower and indoor

May be an image of 1 person and standing

May be an image of 3 people, people standing and indoor

May be an image of 4 people, people standing and indoor

May be an image of 2 people, people standing and indoor

ცნობისთვის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროში (ვ. არქანიას სახელობის არტ-გალერეაში), მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, აფხაზეთის ღვაწლმოსილი პედაგოგებისა და აფხაზეთის საჯარო სკოლების წლის საუკეთესო მასწავლებლების დაჯილდოება გაიმართა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ რუსლან აბაშიძემ და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა ეკა ხოფერიამ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების სისტემაში ხანგრძლივი და ნაყოფიერი მუშაობისათვის სამინისტროს მადლობის სიგელებითა და საჩუქრებით დააჯილდოვეს ღვაწლმოსილი პედაგოგები: კუკური ციმინტია, ეთერი ვიბლიანი, გოგი ქალდანი, ელენე ოდიშარია, ნუნუ სოტკილავა და ლეილა ჯავახიშვილი; აფხაზეთის საჯარო სკოლების 2021 სასწავლო წლის საუკეთესო მასწავლებლები: თამარ შერვაშიძე (აფხაზეთის №1 საჯარო სკოლა), ნონა დგებუაძე (აფხაზეთის №10 საჯარო სკოლა) და ზურაბ მიქაია (ილია ვეკუას სახელობის აფხაზეთის №11 საჯარო სკოლა).
გარდა ამისა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე საქართველოს ეროვნული გმირის ჟიული შარტავას სახელობის 2021-2022 სასწავლო წლის სტიპენდიატის დიპლომები გადაეცათ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს კოკა ბერაიას და ვახტანგ ნოღაიდელს.
შეხვედრას ესწრებოდა და პედაგოგებს – მასწავლებლის დღე, სტიპენდიატებს კი კონკურსში გამარჯვება მიულოცა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მრჩეველმა მანანა ქვაჩახიამ.

 

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • „ჩემთვის ჩემი პროფესია, ჟურნალისტიკა, იყოფა ასე – 2021 წლის 5 ივლისამდე და მას შემდეგ“ – ქეთა ციცქიშვილი
  • „შესაძლოა, მძიმედ არის ავად ან უკვე გარდაიცვალა“ – რას წერს უცხოური მედია აიათოლა ალი ხამენეის შესახებ?
  • „დაიღუპა 24, ევაკუირებულია 237 ადამიანი…“ – წყალდიდობა ტეხასში

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge