სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 11 აპრილს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს.
მთაწმინდის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მელიქიშვილის, ქუჩიშვილის, როდენის, ღამბაშიძის და ნიკოლაძის ქუჩების მოსახლეობას.
კრწანისის რაიონი
ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბექა და ბეშქენ ოპიზრების, საბანაძის, ქუმსიაშვილის, ბოლნისის, თელეთის, სამასი არაგველის, გორგასალის, ბერძნის, წალკის, დეკაბრისტების, გიორგი მერჩულეს, ნიზამი განჯელის, შავნაბადას, ხუციშვილის, ალგეთის, იოსებ გრიშაშვილის, იაკობ ცურტაველის, იალღუჯის, სოღანლუღის, ჩხეიძის, ოფრეთის და ეფრემ მცირეს ქუჩების მოსახლეობას.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.