დღეს თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართა.
„8-წლიან მუხლზე არ დავმალულვარ და ერთწლიან მუხლზე როგორ შეიძლება დავიმალო…
ქონება, რომელიც ჩემს საკუთრებაშია, იპოთეკით მაქვს დატვირთული და 100 000 ლარი მაქვს სესხი, 10 000 ევრო კი ბავშვების სწავლის საფასური დასაფარი.
წინააღმდეგი ვართ ორივე ღონისძიება გამოყენებული იყოს ჩემს მიმართ.
სპორტული ინტერესი მკლავს, რომ ეს გირაო არ გადავიხადო და ის ერთი წელი ციხეში წავიდე, ვიდრე ქვეყანაში გისოსებში ვიჯდე“, – განაცხადა ოქრუაშვილმა სასამართლოზე.
შეგახსენებთ, მას 20 000-ლარიანი გირაო შეეფარდა.
ირაკლი ოქრუაშვილს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით წარედგინა, რაც „საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას“ გულისხმობს. თავდაცვის ექსმინისტრი „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი დროებით საგამოძიებო კომისიის სხდომაზე არ გამოცხადდა.
ეს ქმედება ისჯება ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების, ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.