“ზუსტად გეუბნებით, ღარიბაშვილზე ამ შემთხვევაში, რომ მას პასპორტიც კი ჩამორთმეული აქვს, რომ უცხოეთში არ წავიდეს”- ამის შესახებ ნიკა გვარამიამ ეკა მიშველაძის გადაცემაში განაცხადა.
მისივე თქმით, ღარიბაშვილმა ამ ქვეყნიდან გაქცევა რამდენჯერმე სცადა.
“მას კომუნიკაცია აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებთან და იგი ინფორმაციასაც კი აწვდის. ცემაც, პასპორტის ჩამორთმევაც, ეს ყველაფერი სიმართლეა. ღარიბაშვილმა ამ ქვეყნიდან გაქცევა რამდენჯერმე სცადა. ხვალ რომ გამოაჩინონ, რადგან დღეს მე და თქვენ ამაზე ვსაუბრობთ, არაფერს არ ნიშნავს. ეს კაცი ნაცემიც არის, მხარამოგდებულიც არის, პასპორტწართმეულიც არის და ტერორის ქვეშაც არის” – ნიკა გვარამია