„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
ის ოპოზიციის ერთიანობის საკითხს ეხება.
„კიდევ თუ ვერ გამოერკვიეთ და პოლიტიკოსობანას თამაშის გაგრძელებას აპირებთ, უბრალოდ გაკლიათ ან იდიოტები ხართ … მე არ ვფიქრობ ასე, მეტიც, მაღალი წარმოდგენის ვარ ყველაზე, ვინც ანაკონდა ივანიშვილს წინააღმდეგობას უწევს, იბრძვით და იცავთ საქართველოს მომავალს.
ყველამ გაიაზრეთ, რომ არავინ, არავისზე მაგარი, მაღალი, უკეთესი არ ხართ და ამ ბრძოლაში თანასწორობა უმნიშვნელოვანესია.
არანორმალურად დიდი ერთიანობა გვჭირდება იმისთვის, რომ რეჟიმს მოვერიოთ!!! განსხვავებები არსებობს და ეს ნორმალურია, მაგრამ ახლა გადაკვეთის წერტილები უნდა მოიძებნოს, მოინახოს … სხვანაირად არაფერი გამოვა…
ივანიშვილის რუსული რეჟიმის წინააღმდეგ, ცალკე მებრძოლი მელია, ხაბეიშვილი, ვაშაძე ან ნებისმიერი სხვა არის განწირული… ერთად მებრძოლი მელია – ხაბეიშვილი არის კონსოლიდირების მაჩვენებელი … დაქსაქსული, გათითოკაცებული ოპოზიცია არის საჩუქარი დამპალი, კორუმპირებული, დამნაშავე რეჟიმისთვის …
ძალას დავუპურისპიროთ ძალა ✊🏻🇬🇪“, – წერს ხაბეიშვილი.