ცნობილი ხდება, რომ აქტივისტი მაია მაჭარაშვილი გარდაიცვალა. ინფორმაცია გადაცვლილის მეგობარმა, ანანო სტარკ სამუშიამ გაავრცელა. როგორც ის წერს, გოგონები ერთად ცხოვრობდნენ.
ამ ეტაპზე უცნობია მაია მაჭარაშვილის გარდაცვალების მიზეზი. მეგობრების თქმით, ეჭვი გულის შეტევაზე ან ანევრიზმაზე აქვთ, თუმცა ზუსტ მიზეზს ექსპერტიზა დაადგენს.
“არ ვიცი, რა მოხდა, სახლში მოვედი და გარდაცვლილი დამხვდა.
ჩემთან ცხოვრობდა და უბრალოდ ვერ ვიჯერებ რომ ხვალ გავიღვიძებ და იგივე რეალობა დამხვდება და მაიკო აღარ იქნება აქ. მთელი საღამოა ველოდები რომ მოვა სახლში და მოვუყვები რა სიგიჟე გადაგვხდა თავს…
სასწრაფოს მოსვლამდე გულის მასაჟს ვუკეთებდი. როგორ მჯეროდა რომ ცოცხალი იყო და იმაზე ვფიქრობდი, რამდენჯერ წამოვაძახებდი, ასე რომ მანერვიულა.
არ ვიცი ასე როგორ დამთავრდა ყველაფერი,“ – წერს ანანო სტრკ სამუშია სოციალურ ქსელში.
ტრაგიკულ ამბავს ასობით სხვა ადამიანთან ერთად, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი გამოეხმაურა.
“ვიზიარებ, ვწუხვარ და მენანება ჩემი ქვეყანა რომლიდანაც ასეთი ნათელი ადამიანები, ასე უსამართლოდ მიდიან!“ – აღნიშნა ზურაბიშვილმა.