Thursday, July 17, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

რა ანალიზები უნდა ჩაიტაროთ თუკი ფიქრობთ, რომ აფლატოქსინის შემცველი პროდუქტები მიიღეთ?

April 5, 2025
რა ანალიზები უნდა ჩაიტაროთ თუკი ფიქრობთ, რომ აფლატოქსინის შემცველი პროდუქტები მიიღეთ?

რა ანალიზები უნდა ჩაიტაროს პაციენტმა თუკი ფიქრობს, რომ აფლატოქსინის შემცველი პროდუქტები მიიღო? – ამ კითხვით ექიმ-ტოქსიკოლოგს, მედიცინის აკადემიურ დოქტორს, ეკა ქურდაძეს მივმართეთ.

„მსგავსი სახის ანალიზები, რომელიც დაადგენს, იღებდა თუ არა პაციენტი აფლატოქსინის შემცველ პროდუქტებს, საქართველოში არ ტარდება. საზღვარგარეთ ანალიზების გადაგზავნა ძალიან დიდ თანხებთან არის დაკავშირებული. ღვიძლის ფუნქციების ანალიზი რომ ჩატარდეს, ამაზე ექიმმა უნდა მიიტანოს ეჭვი, რომ პაციენტს სჭირდება. შესაბამისი ჩვენება უნდა არსებობდეს ამ კუთხით. ბევრი მიზეზია, რამაც შეიძლება ღვიძლის ფუნქციები შეცვალოს. კონკრეტულად, უკავშირდება თუ არა პრობლემა აფლატოქსინს, თუ სხვა ტოქსინს — ეს ექიმმა უნდა გადაწყვიტოს.

ბუნებაში არსებობს უამრავი ტოქსინი — ლაბორატორიულად მათი რაოდენობა შეიძლება იყოს 20 ათასზე მეტი. ყველაფერზე კვლევას ვერ ჩავიტარებთ. როცა პაციენტს ჩივილი უჩნდება და ეჭვი აქვს ინტოქსიკაციაზე, უნდა მივიდეს ტოქსიკოლოგთან.

რაც გამოქვეყნდა, ეს მაჩვენებელი იმდენად მინიმალურია, რომ ორგანიზმში მის მიღებას ზემოქმედება არ უნდა ჰქონდეს. პრევენციულად ამ ტოქსინზე ანალიზის ჩატარება არ ხდება. პაციენტს უნდა ჰქონდეს ჩივილი — ტოქსინის დაგროვება ასე უბრალოდ არ ხდება.

თუ ვარკვევთ, მომავალში რამე პრობლემას ხომ არ მოგვცემს — კანცეროგენების ლაბორატორიული განსაზღვრა არ ხდება. მესმის, პანიკაა, მაგრამ ეს ინფორმაციის არ ქონის გამო ხდება,“ — ამბობს ექიმი ტოქსიკოლოგი ეკა ქურდაძე.

წყარო

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ცნობილია მამაკაცის ვინაობა, რომელიც გონიოში ავარიას ემსხვერპლა
  • პაატა იმნაძე მოსახლეობას აფრთხილებს
  • დაღუპულია 23 წლის ბიჭი – ტრაგედია გონიოში

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge