დღეს კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერს, ბადრი ჯაფარიძეს პროკურატურა ბრალის დადგენილებას ოფიციალურად აცნობს.
ჯაფარიძემ მედიასთან კომენტარი გააკეთა. პოლიტიკოსის თქმით, „ქართული ოცნება“ მიმართავს ყველა შესაძლო რეპრესიას, თუმცა ის და მისი თანამებრძოლები ამისთვის მზად არიან.
„რეჟიმისგან უნდა ველოდოთ ყველა შესაძლო რეპრესიას. ამისთვის მზად ვართ, ვიღებთ ამ გამოწვევას – ეს არის ივანიშვილის დავალების შესრულება თეა წულუკიანის მიერ, რომელიც ძალიან მაგონებს სახარებიდან სიცრუის მსაჯულს, რომელსაც არც კაცის რცხვენია და არც ღმერთის ეშინია.
ეს არის ავტოკრატიული რეჟიმის მორიგი რეპრესიული ტალღა, რომელსაც ცხადია, უნდა ველოდოთ, როდესაც წინააღმდეგობას უწევ მშვიდობიანად რეჟიმს. რეჟიმი ცდილობს ქვეყანა ჩამოაშოროს ვექტორს, ოპონენტი გაანადგუროს მორალურად, განსხვავებული აზრი მოკლას. ასეთი რეჟიმისგან უნდა ველოდოთ ყველა შესაძლო რეპრესიას. ამისთვის მზად ვართ, ვიღებთ ამ გამოწვევას. ცხადია, რასაც ვაკვირდებით, გამოძიებასთან და სიმართლის დადგენასთან კავშირი არ აქვს. ეს არის ივანიშვილის დავალების შესრულება თეა წულუკიანის მიერ, რომელიც ძალიან მაგონებს სახარებიდან სიცრუის მსაჯულს, რომელსაც არც კაცის რცხვენია და არც ღმერთის ეშინია. ასეთი ძალა გვიპირისპირდება. ნებისმიერი გამოწვევისთვის უნდა იყოთ მზად. რეპრესია ემსახურება ადამიანების დაშინებას…
არანაირი ბრალდება არ ყოფილა. ეს არის წულუკიანი შეთხზული. თუ ვინმეს რაიმე პრეტენზია აქვს, არსებობს სასამართლო. სასამართლოში არავისგან არანაირი სარჩელი არ მიგვიღია. ვინც ცილისწამებით დაკავდება, ყველა იქნება პასუხგაცემული. ჩვენ არავისგან ამ 18 წლის განმავლობაში, არ მიგვიღია არც სასამართლო განაცხადი, არც სარჩელი. არ არსებობს საფუძველი“, – ამბობს ჯაფარიძე.
შეგახსენებთ, ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ ზემოაღნიშნული პროცესი „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო დაიწყო.