“მთავარი არხის” გენერალურმა დირექტორმა და მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა ნიკა გვარამიამ რუსთავის ციხეში მიხეილ სააკაშვილი მოინახულა.
სასჯელაღსრულების დაწესებულების დატოვების შემდეგ გვარამიამ “ფეისბუქის” პირად გვერდზე დაწერა:
“მიშასგან გამოვედი. ისედაც არ მაკლია ოპტიმიზმი და ახლა მთლად დავფრინავ,” – წერს გვარამია სოციალურ ქსელში.

ნიკა გვარამია მიიჩნევს, რომ ახლა მისი მთავარი ამოცანა მიხეილ სააკაშვილის ციხიდან გამოყვანაა.
რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია დასრულდა.
ოპოზიციის წარმომადგენლები, აქტივისტები და მხარდამჭერები რუსთავის ციხესთან, მესამე პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით 15:00 საათზე შეიკრიბნენ.
აქციის შეუერთდნენ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერები რეგიონებიდანაც.
აქციის მონაწილეები საპროტესტო აქციებს მომდევნო დღეებშიც აანონსებენ.
https://mix.metronome.ge/22050-2/
https://mix.metronome.ge/22059-2/
