ცენტრის ყველა თანამშრომელმა გააკეთა ყველაფერი, რაც კი შესაძლებელი იყო ბავშვის გადასარჩენად, მაგრამ სამწუხაროდ ბავშვი გარდაიცვალა. კონფერენციამ მუშაობა შეწყვიტა.
კონფერენციის ყველა მონაწილე ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო. გვინდა ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ კონფერენცია არ იყო “ამონაშვილის აკადემიის” მიერ ორგანიზებული. ჩვენი რამდენიმე თანამშრომელი კონფერენციას ესწრებოდა, თუმცა სხვა კავშირი ორგანიზაციას ამ ღონისძიებასთან არ ჰქონია. გთხოვთ, გაგებით შეხვდეთ ჩვენი ოჯახის თითოეული წევრის მდგომარეობას” – ნათქვამია “ამონაშვილის აკადემიის” განცხადებაში.
ასევე მომხდარ ტრაგედიაზე მიმართვას ავრცელებს შალვა ამონაშვილი. ის ამბობს, რომ მომხდარში დამნაშავე არავინ არაა და ეს იყო უბედური შემთხვევა.
“დიდი ტკივილი მინდა გაგიზიაროთ. ჩვენს გარემოში მოხდა უბედური შემთხვევა. პატარა ლამაზი ბიჭი, რომელიც ჩვენთან ჩამოიყვანა დედამ დაგვეღუპა. აქ გვაქვს პატარა წყალსაცავი, რომელიც დიდი ქვებით არის შემოღობილი. პატარა ბიჭს უნდოდა, რომ დედისთვის ბაყაყი დაეჭირა. ამიტომ ჩასულა წყალსაცავში. იქ იყო საერთაშორისო კონფერენცია. იქ ბავშვები არ ჩამოჰყავთ ხოლმე და ამაზე წინასწარ სულ ვაფრთხილებთ ხოლმე. ყველას ვთხოვეთ, არ წამოეყვანათ ბავშვები. თუმცა ამ ბავშვის შემთხვევაში, დედამ ძალიან გვთხოვა და წამოიყვანა. მოხდა უბედური შემთხვევა. დამნაშავე არავინ არაა. ძალიან მაწევს გულზე ეს დანაშაული” – ამბობს შალვა ამონაშვილი” – ამბობს ამონაშვილი.
ვიდეო იხილეთ აქ.