Tuesday, March 24, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

კომისიაზე დღეს გამოკითხულმა ბიზნესმენმა დავა ივანიშვილის სასამართლოში წააგო – შპს “თბილისის უძრავი ქონება” განცხადებას ავრცელებს

April 3, 2025
კომისიაზე დღეს გამოკითხულმა ბიზნესმენმა დავა ივანიშვილის სასამართლოში წააგო – შპს “თბილისის უძრავი ქონება” განცხადებას ავრცელებს

შპს “თბილისის უძრავი ქონება” წულუკიანის კომისიაზე გაჟღერებულ ბრალდებებს პასუხობს. გავრცელებულ განცხადებაში კომპანია წერს, რომ კომისიაზე დღეს გამოკითხულმა რამაზ ახვლედიანმა 2015 წლის თებერვალში დაიწყო სასამართლო დავა, რომელიც წლების განმავლობაში გაგრძელდა და საბოლოოდ, შპს “თბილისის უძრავი ქონების” გამარჯვებით დასრულდა. გადაწყვეტილება უზენაესმა სასამართლომ  2025 წლის 6 თებერვალს მიიღო:

შპს „თბილისის უძრავი ქონება“  ბატონი რამაზ ახვლედიანის მიერ საპარლამენტო კომისიის დღევანდელ სხდომაზე გაჟღერებულ განცხადებებს ეხმიანება და სურს აცნობოს საზოგადოებას, რომ ბატონმა რამაზ ახვლედიანმა თავისი უფლებების თაობაზე 2015 წლის თებერვალში მიმართა სასამართლოს სამოქალაქო სარჩელით. უსაფუძვლო დავა შპს „თბილისის უძრავი ქონების“ წინააღმდეგ რამდენიმე წელი გრძელდებოდა და კომპანიის გამარჯვებით დასრულდა. საბოლოო გადაწყვეტილება კომპანიის სასარგებლოდ, უზენაესმა სასამართლომ 2025 წლის 6 თებერვალს მიიღო.

აღსანიშნავია, რომ უზენაესმა სასამართლომ, ისევე როგორც ყველა ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ, არ გაიზიარა ბატონი რამაზ ახვლედიანის არგუმენტები და მას უარი ეთქვა თავისი მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე.

ბატონმა რამაზ ახვლედიანმა გამოიყენა ყველა სამართლებრივი ბერკეტი საკუთარი უფლებების დასაცავად. ზემოხსენებულმა სასამართლო გადაწყვეტილებებმა პასუხი გასცეს ყველა შეკითხვას, რაც შეიძლება საზოგადოებას ჰქონოდა აღნიშნულ საკითხთან მიმართებაში.” – ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ,  წულუკიანის კომისიას დღეს ახსნა-განმარტება ბიზნესმენმა, ლისის ტბის მფლობელმა, რამაზ ახვლედიანმა მისცა. მისი თქმით, 2004 წელს, თბილისის ვიცე-მერის თეიმურაზ ქურხულის მიერ “განხორციელებული მუქარის შედეგად, იძულებული გახდა, მას, როგორც ლისის ტბის მფლობელს, „თიბისი“ ბანკის წარმომადგენელ მამუკა ხაზარაძესთან და ჰოლანდიელ ინვესტორ ბობ მეიერთან ერთად, რომელიც მამუკა ხაზარაძის ბიზნესპარტნიორი იყო, სააქციო საზოგადოება შეექმნა”.

მისივე თქმით, “2006 წლის 4 ნოემბერს, ფინანსურ პოლიციაში მის მიმართ განხორციელებული ზეწოლის შედეგად იძულებული გახდა დაეწერა განცხადება იმის შესახებ, რომ მან თითქოს ნაკისრი ვალდებულებები ვერ შეასრულა და ითხოვდა საიჯარო ხელშეკრულების გაუქმებას, რომლის თანახმადაც, მას გადაეცა ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე განლაგებული შენობა-ნაგებობები, რომელიც ბიზნესმენს უკვე გამოსყიდული ჰქონდა”.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • „დღეიდან, 40 დღის განმავლობაში…“ – საპატრიარქო სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
  • ცოტნე გამსახურდიას მეუღლე, ანა ჯაბაური განცხადებას ავრცელებს
  • “მოსაყდრე კანდიდატსაც არ ნიშნავს” – არქიმანდრიტი დოროთე

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge