Friday, May 16, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

პროკურატურას მოგმართავთ განცხადებით… – ეს საკმარისია სიმართლის დასადგენად და სამართლიანობის აღსადგენად! – კვიციანი

October 4, 2021
პროკურატურას მოგმართავთ განცხადებით… – ეს საკმარისია სიმართლის დასადგენად და სამართლიანობის აღსადგენად! – კვიციანი

ყოფილი დეპუტატი ემზარ კვიციანი “ფეისბუქის” პირადი გვერდის მეშვეობით საქართველოს პროკურატურას მიმართავს:

“მივმართავ ხელისუფლებას! სუსი, პროკურატურა, შსს, სასამართლო და ჟურნალისტებს!

4 დღეა უკვე ქვეყნის მოღალატე ციხეში გყავთ და რას ედავებით ბოლომდე ჯერ არავინ იცის!
მე დარწმუნებული ვარ, რომ ქვეყნები, რომლებიც მას ლობირებდნენ და ლობირებენ დღესაც, ცდილობენ გაასუფთაონ რაც შეიძლება ნაკლები დანაკარგებით!

ვინმეს თუ ჰგონია, რომ მოპარული მილიარდები მხოლოდ მან მიითვისა ის ცდება! 

მე სხვა კითხვები მაინტერესებს, რომელსაც არცერთი ზემოთ ხსენებული ინსტიტუტი არ ახსენებს, არ ვიცი ზეწოლის გამო თუ თქვენც ყველანი გასვრილი ხართ ტერიტორიების გასხვისებაში!

პროკურატურას მოგმართავთ განცხადებით:

დაიწყეთ გამოძიება კოდორის ხეობის მოვლენებთან დაკავშირებით!
დაკითხეთ ქვეყნის მოღალატე! კითხვები თუ არ მოგდით, კითხვებს მე გიკარნახებთ:

1. შეხვდა თუ არა პუტინს 2006 წლის 13 ივნისს სოჩაში და ზღვაში გასულებმა ერთი-ერთში ილაპარაკეს თუ არა და კოდორის გადაცემის პირობა დაუდო თუ არა?!

2. ერთ თვეში კოდორზე ლაშქრობა ფსბ- ესთან ერთობლივად ჩაატარა თუ არა?!

3. რატომ დაარღვია საქართველოს კონსტიტუციის 73-ე მუხლი და შემდეგ კი 100-ე მუხლი და რატომ შეიყვანა კონსტიტუციის უხეში დარღვევით საქართველოს მთელი შეიარაღებული ძალები კოდორის ხეობაში მოსკოვის 1994 წლის საერთაშორისო 4 მხრივი შეთანხმების დარღვევით, სამშობლოს დამცველთა გასანადგურებლად?!

4. რატომ იღებდნენ ამ ოპერაციაში ჩეჩენი ტერორისტები მონაწილეობას და ვისი ინიციატივა იყო მათი იქ ყოფნა ირაკლი ალასანიასი თუ ოქრუაშვილის?

5. 2008 წელს რატომ გასცა ბრძანება კოდორში მთელი შეიარაღების დატოვების და კოდორის (დალის) ხეობის უბრძოლველად დათმობის?

6. რატომ გაუგრძელა 2008 წლის 28 ივლისს სამშვიდობოებს მანდატი 6 თვით? – თუ 8 -ში კონსტიტუციურ წესრიგის აღდგენას აპირებდა?!

7. რატომ ჩამოაგდებინა ქართული ვერტმფრენი დუშეთის ტერიტორიაზე 2006 წელს?!

ვფიქრობ ეს კითხვები საკმარისია სიმართლის დასადგენად და სამართლიანობის აღსადგენად!

პ.ს. დარწმუნებული ვარ უამრავ კითხვას ძიების პროცესი შემოგმატებთ!

რატო გაატარებინე ციხეში ჩემს დას 7 წელი არ გეკითხები რადგან არაფერი პირადული!,” – წერს კვიციანი სოციალურ ქსელში.

აღნიშნულ გამოეხმაურა თბილისში, საპატრულო პოლიციის მიერ მოკლული გიორგი გამცემლიძის მამა ჯამბულ გამცემლიძე:

“მაგ ნაძირალასთან რაც კითხვებია ინტერნეტიც კი ვერ დაიტევს რაოდენობას ემზარ, მაგ მტარვალმა პასუხი უნდა აგოს პირველ რიგში სამშობლოს გაყიდვაზე, დანარჩენს მერე მიმდევრობით და არა მარტო მაგან, ყველამ, ვინც მის გვერდით დგომით ტკბებოდა მაშინ როცა ჩვენ ვტიროდით,უხ, მაგათი…,” – წერს გამცემლიძე სოციალურ ქსელში.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • „თქვენს სუფთა და უბოროტო სულს შემოვევლე…“ – რას წერს ბიჭი, რომელიც მტკვარში გადავარდნილი მანქანიდან მაშველებმა ცოცხალი ამოიყვანეს?
  • წვიმა და ძლიერი ქარი – გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს
  • „დუმდა… სანამ არ გააგდეს, მშვენივრად გრძნობდა თავს” – ვისზე საუბრობს ინგა გრიგოლია?

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge