Tuesday, March 24, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

რა გავლენას ახდენს ადამიანებზე რძის ნიმუშებში გამოვლენილი აფლატოქსინი – ინფექციონისტის გაფრთხილება

April 3, 2025
“ცხადია, ამის რისკი მუდმივად არსებობს…” – რას წერს ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ რძის ნიმუშებში გამოვლენილ ნივთიერებაზე სოციალურ ქსელში წერს და საზოგადოებას აფლატოქსინის შესახებ ინფორმაციას უზიარებს.

„ახლახან სურსათის სააგენტოს მიერ გავრცელდა ინფორმაცია რძის ზოგიერთ ნიმუშში აფლატოქსინის გამოვლენის შესახებ.

აფლატოქსინი წარმოადგენს ტოქსიურ და კანცეროგენულ ნივთიერებას, რომელსაც გამოიმუშავებს სოკოების ზოგიერთი სახეობა (Aspergillus).

აფლატოქსინი შეიძლება აღმოჩნდეს სხვადასხვა თხილეულში, მარცვლეულში და სხვ.

რძეში შეიძლება მოხვდეს იმ შემთხვევაში, თუ ცხოველი მიიღებს ტოქსინის შემცველ საკვებს, მაგალითად, თუ ცხოველის საკვების შენახვის პირობები დარღვეულია (ნესტიან გარემოში ინახება).

აფლატოქსინის გაუვნებლება არ ხდება თერმული დამუშავებით. შესაბამისად, რძის ადუღება მას ვერ ანეიტრალებს.
აფლატოქსინის ზემოქმედებით შეიძლება განვითარდეს ღვიძლის სერიოზული დაზიანება.

მწვავედ განვითარებული სიმპტომები შეიძლება იყოს მუცლის ტკივილი, ღებინება, სიყვითლე და სხვ.

ხანგრძლივი ზემოქმედებით შეიძლება განვითარდეს ღვიძლის ციროზი და კიბო.

ორსულების ორგანიზმში ტოქსინის მოხვედრამ შეიძლება გამოიწვიოს ნაყოფის განვითარების შეფერხება, ხოლო მეძუძური დედის შემთხვევაში ტოქსინი შეიძლება დედის რძეში მოხვდეს და ბავშვის ჯანმრთელობის რისკი შექმნას. ამიტომ შესაბამისი უწყებები პერიოდულად აკონტროლებენ ამ ტოქსინის შემცველობას საკვებში.

ექსპოზიციის შემთხვევაში მკურნალობა სიმპტომურია და პერიოდულად საჭიროებს ღვიძლის ჯანმრთელობის კონტროლს.

საოჯახო პირობებში პრევენციის მეთოდია საკვების შესაფერის გარემოში შენახვა (მშრალ გარემოში) და ობის ან უჩვეულო სუნის შემჩნევისას საკვების გადაყრა/არგამოყენება“, – წერს მაია ბუწაშვილი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადებით, რძის ნიმუშებში აფლატოქსინი გამოვლინდა.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ აფლატოქსინი წარმოიქმნება ობის სოკოებისაგან. აფლატოქსინ B1-ით დაბინძურებული საკვები ხვდება ცხოველის ორგანიზმში, საიდანაც გადადის რძეში და გარდაიქმნება M1 აფლატოქსინად, რაც საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • „დღეიდან, 40 დღის განმავლობაში…“ – საპატრიარქო სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
  • ცოტნე გამსახურდიას მეუღლე, ანა ჯაბაური განცხადებას ავრცელებს
  • “მოსაყდრე კანდიდატსაც არ ნიშნავს” – არქიმანდრიტი დოროთე

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge